GE
მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა
ღირებულება: 2500 ლარი
ევროპის უნივერსიტეტი მაგისტრანტობის მსურველთათვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე საბუთების მიღებას 16 აგვისტოდან 26 სექტემბრის ჩათვლით აცხადებს!

მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე მოსახვედრად:
  • საერთო სამაგისტრო გამოცდა, ტესტის ტიპი - B.
  • შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა - სპეციალობაში და ინგლისურ ენაში. იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ უცხო ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი, აღნიშნულ გამოცდას არ ჩააბარებთ.
მისაღები ადგილების რაოდენობა - 20.
 
გამოცდები ორ ეტაპად ჩატარდება, შესამისი თარიღის შერჩევა კი თავად შეგიძლიათ.
 
პირველი ეტაპი: 15-16 სექტემბერი
  • უცხო ენის გამოცდა - 15 სექტემბერი, 16:00 სთ, 507 აუდიტორია.
  • შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში - 16 სექტემბერი, 16:00 სთ, 501 აუდიტორია.
მეორე ეტაპი: 27-28 სექტემბერი
  • უცხო ენის გამოცდა - 27 სექტემბერი, 16:00 სთ, 507 აუდიტორია.
  • შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში - 28 სექტემბერი, 16:00 სთ, 501 აუდიტორია.
სპეციალური პირობები მაგისტრანტობის კანდიდატთათვის:
  • სწავლის საფასურის გადახდის ინდივიდუალური გრაფიკი.
  • სასწავლო ცხრილის შემუშავებაში სტუდენტის სამუშაო განრიგის გათვალისწინება.
საპრეტენზიო განაცხადების მიღება 30 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი, ხელშეკრულების გაფორმება კი - არაუგვიანეს 4 ოქტომბრისა. ევროპის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის საფასური 2 500 ლარია, რომლის გადახდაც 4 ეტაპადაა შესაძლებელი. აუცილებელია, რომ სწავლის საფასურის 1/4 ნაწილი 7 ოქტომბრამდე გადაიხადოთ იმისთვის, რომ საგნებზე რეგისტრაცია შესაძლებელი გახდეს.
 
რეგისტრაციისთვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის- დიპლომის და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე;
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
  • საგამოცდო ბარათის ასლი;
  • ფოტოსურათი 3X4 ერთი ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე.
მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
გოჩა თუთბერიძე - gtutberidze@esu.edu.ge
მაია ხურცილავა - khurcilavamaia@gmail.com
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები