GE
ახალგაზრდული კონფერენცია ბონში
ღირებულება: 350 ევრო
ევროპის აკადემიური ცენტრი გიწვევთ გაეროს ყოველწლიურ საერთაშორისო ახალგაზრდულ კონფერენციაზე, რომელიც გაიმართება 2014 წლის 25 -30 ნოემბერს გერმანიაში, ქალაქ ბონში.
 
ევროპის აკადემიური ცენტრი უკვე მესამე წელია ორგანიზებას უწევს ქართველი ახალგაზრდების მონაწილეობას ბონის საერთაშორისო კონფერენციაში.
 
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს და ახალგაზრდებს 30 წლამდე, რომლებსაც აინტერესებთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფუნქციები, მუშაობის სპეციფიკა და საერთაშორისო თანამშრომლობის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. 
 
კონფერენცია საშუალებას მისცემს მონაწილეებს, განავითარონ მოლაპარაკებების წარმოების, დებატების წარმართვის, დიპლომატიური უნარები. ასევე გაიცნონ თანატოლები მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან, გაიღრმაონ ინგლისურის ცოდნის დონე და მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება.
 
კონფერენციის სამუშაო ენაა ინგლისური. 
 
ღირებულებაში შედის:
  • საერთაშორისო სერთიფიკატი;
  • მონაწილის სტატუსი;
  • ყველა საკონფერენციო მასალა;
  • საცხოვრებელი;
  • კვება;
  • მონაწილეობა სოციალურ/კულტურულ აქტივობებში.
  • შიდა ტრანსპორტირება;
  • ვიზის მისაღებად აუცილებელ პროცედურებში დახმარება. 
ფასში არ შედის მგზავრობის ხარჯი. ამასთან, შესაძლებელია მგზავრობის ხარჯის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება, შესაბამის კონკურსში მონაწილეობის შედეგად. 
 
დაინტერესბულ პირებს, გთხოვთ, შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი ბონი, გერმანია
  • სწავლების ენა ინგლისური
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები