GE
ინგლისური ენის კურსები დიდ ბრიტანეთში
ღირებულება: 1500 GPB
ევროპის აკადემიური ცენტრი გთავაზობთ ინგლისური ენის კურსებს ბრიტანეთში - ლონდონში, მანჩესტერში, ოქსფორდსა და სტრეტფორდში არსებულ პრესტიჟულ კოლეჯებსა და ენის ცენტრებში.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ, საწყისი ეტაპიდან შეისწავლონ ან გაიღრმავონ ინგლისური ენის ცოდნის დონე, გაეცნონ ბრიტანეთის ისტორიას, კულტურას და ცხოვრებას, შეიძინონ მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მიიღონ საერთაშორისო სერთიფიკატი.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 18-40 წლის დაინტერესებულ ახალგაზრდებს.
პროგრამის ხანგრძლივობა: 2 კვირიდან 1 თვემდე;
პროგრამის ღირებულება: 1500 ფუნტი (2 კვირა); 2500 ფუნტი (1 თვე)

ღირებულებაში შედის:
  • მოწვევა
  • ვიზის აპლიკაციის შევსება/დაზღვევა
  • თვითმფრინავის ბილეთი, ორივე გზა
  • პროგრამით გათვალისწინებული ინგლისური ენის გაკვეთილები
  • სრული მონიტორინგი კვალიფიციური კადრების მიერ
  • საცხოვრებლით უზრუნველყოფა
  • სასწავლო მასალების, პორტფოლიოს და სერთიფიკატების გადაცემა
  • სპორტული ინვენტარის გამოყენება
  • ღირებულებაში არ შედის სავიზო მოსაკრებელი - 132 აშშ დოლარი.
კურსის გავლა შესაძლებელია წელიწადის ნებისმიერ დროს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე.
 
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი დიდი ბრიტანეთი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები