GE
ინგლისური ენის კურსები – დიდი ბრიტანეთი
თუ გსურთ, გაიღრმავოთ ინგლისური ენის ცოდნის დონე საზღვარგარეთ, ევროპის აკადემიური ცენტრი საშუალებას აძლევს ინგლისური ენის შესწავლით დაინტერესებულ პირებს, გაიარონ ინგლისური ენის კურსები ბრიტანეთში - ლონდონში, მანჩესტერში და დუბლინში არსებულ პრესტიჟულ კოლეჯებსა და ენის ცენტრებში.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ, საწყისი ეტაპიდან შეისწავლონ ან გაიღრმავონ ინგლისური ენის ცოდნის დონე, გაეცნონ ბრიტანეთის ისტორიას, კულტურას და ცხოვრებას, შეიძინონ მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მიღონ საერთაშორიოს სერთიფიკატი.
 
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 18-40 წლის დაინტერესებულ ახალგაზრდებს.
პროგრამის ხანგრძლივობა: 2 კვირიდან ზემოთ.
პროგრამის ღირებულება: 1500 ფუნტი (2 კვირა); 2500 ფუნტი (1 თვე)

ღირებულებაში შედის:
  • მოწვევა
  • ვიზის აპლიკაციის შევსება/დაზღვევა
  • თვითმფრინავის ბილეთი ორივე გზა.
  • პროგრამით გათვალისწინებული ინგლისური ენის გაკვეთილები
  • სრული მონიტორინგი კვალიფიციური კადრების მიერ
  • საცხოვრებლით უზრუნველყოფა
  • სასწავლო მასალების, პორტფოლიოს და სერთიფიკატების გადაცემა
  • სპორტული ინვენტარის გამოყენება.
ღირებულებაში არ შედის სავიზო მოსაკრებელი - 141 აშშ დოლარი.

კურსის გავლა შესაძლებელია წელიწადის ნებისმიერ დროს.


რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი დიდი ბრიტანეთი
  • სწავლების ენა ინგლისური
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები