GE
საერთაშორისო კონფერენცია ჩეხეთში
ღირებულება: 250 ევრო
ევროპის აკადემიური ცენტრი სტუდენტებსა და ახალგაზრდებს გიწვევთ ახალგაზრდულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება  30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე ჩეხეთში, ქალაქ ბრნოში. პროექტის ორგანიზატორია მასარიკის უნივერსიტეტი.

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდებს 18-დან 30 წლამდე, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას.
 
კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, გახდნენ გაეროს დელეგატები და თავიანთი მოსაზრებები წარადგინონ სიმულაციურ ასამბლეაზე, ასევე თანატოლებთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა აქტუალური პრობლემების გადაწყვეტაში.
პროექტი კარგი შანსია დიპლომატიური, მოლაპარაკებების წარმოების, დებატების უნარების გასავითარებლად. კონფერენციის სამუშაო ენაა ინგლისური.

პროექტში მონაწილეობის საფასურია 250 ევრო, რაც მოიცავს:
  • საერთაშორისო სერთიფიკატს;
  • საცხოვრებელს;
  • კვებას;
  • მონაწილეობას პროექტში;
  • სოციალურ-კულტურულ ღონისძიებებში ჩართვას;
  • ექსკურსიებს;
  • ყველა საკონფერენციო მასალით უზრულველყოფას;
აღნიშნულ თანხაში არ შედის მგზავრობის ხარჯი.
მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა 
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი ბრნო, ჩეხეთის რესპუბლიკა
  • სწავლების ენა ინგლისური
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები