GE
საერთაშორისო კონფერენცია ევროკავშირის შესახებ – ესპანეთი
ღირებულება: 300 ევრო
„ევროპის აკადემიური ცენტრი“ გთავაზობთ საერთაშორისო ახალგაზრდულ კონფერენციას ევროკავშირის შესახებ, რომელიც გაიმართება 2014 წლის 10-14 დეკემბერს ესპანეთში, ქ. გრანადაში.
 
პროექტის მიზანია, ახალგაზრდებს მიაწოდოს ინფორმაცია ევროკავშირის სტრუქტურის, მისი მუშაობის სპეციფიკის შესახებ. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან.

პროექტის მონაწილეებს შანსი აქვთ, გახდნენ ევროპარლამენტის დელეგატები, მონაწილეობა მიიღონ სესიებში და იმუშაონ სხვადასხვა პროექტებზე.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 18-30 წლამდე დაინტერესებულ პირებს.

ღირებულებაში შედის:
  • საერთაშორისო სერთიფიკატი;
  • საცხოვრებელი ხარჯები;
  • კვება;
  • მონაწილეობა სოციალურ და კულტურულ ღონისძიებებში;
  • კონფერენციისათვის საჭირო ყველა მასალა;
ღირებულებაში არ შედის მგზავრობის ხარჯი.

მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, 2014 წლის 12 ოქტომბრამდე შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი ესპანეთი
  • სწავლების ენა ინგლისური
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები