GE
საერთაშორისო პროგრამა ფინანსებსა და შესყიდვებში
ღირებულება: 1500 ევრო
თუ ხართ შესყიდვების სპეციალისტი, ბუღალტერი ან ფინანსისტი, მენეჯერი ან ორგანიზაციის ხელმძღვანელი და დაინტერესებული ხართ კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამით საზღვრებს გარეთ - "ევროპის აკადემიური ცენტრი" გთავაზობთ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამას შესყიდვებში, ბუღალტრულ აღრიცხვაში, საგადასახადო კანონმდებლობაში, ფინანსებსა და კონტროლში.
 
პროგრამა ითვალისწინებს თემატურ შეხვედრებს ექსპერტებთან ქ. სტრასბუგში არსებულ საჯარო და კერძო სტრუქტურებში, მათ შორის ევროპის უმაღლეს ორგანიზაციებში (ევროსაბჭოში, ევროპის პარლამენტში), ასევე შეხვედრებს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
 
პროექტის მონაწილეებს საშუალება მიეცემათ, გაეცნონ ევროკავშირის გამოცდილებას ისეთ თემებზე, როგორიცაა:
  • საბიუჯეტო კონტროლი, ფინანსური აღრიცხვა;
  • სახელმწიფო შესყიდვები და ტენდერები;
  • კერძო და საბიუჯეტი ტიპის სისტემები;
  • ორგანიზაციების სამართლებრივი ფორმები და ა.შ.
პროექტის მონაწილეები ასევე გაეცნობიან ევროკავშირის ინსტიტუციების მუშაობის სპეციფიკას და შეხვდებიან საქართველოს მუდმივ წარმომადენლებს სხვადასხვა ინსტიტუციებში.
 
პროექტის ხანრძლივობაა 1 კვირა (2015 წლის აპრილის შუა რიცხვები)
  • პროექტის ღირებულება: 1 - ადგილიან ნომერში განთავსებით - 1800 ევრო
  • 2-ადგილიან ნომერში განთავსებით - 1500 ევრო.
ღირებულებაში შედის:
  • სასტუმროს საფასური
  • ავიაბილეთები
  • საერთაშორისო სერთიფიკატი;
  • პროექტში მონაწილის სტატუსი;
  • საუზმე
  • ჯგუფის ხელმძღვანელის თანხლება;
  • სოციალურ და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობა.
დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაციის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები