GE
საშობაო სკოლა საფრანგეთში მოსწავლეებისთვის
ღირებულება: 1000 ევრო
ევროპის აკადემიური ცენტრი გთავაზობთ მონაწილეობას საშობაო სკოლაში, რომელიც განხორცილდება საფრანგეთში, ქ. სტრასბურგში.
 
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებს და მათ თანმხლებ პირებს საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან.
 
საშობაო სკოლის მიმდინარეობისას განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა:
  • საქართველოს ევროპასთან ურთიერთობა;
  • როგორ მუშაობს ევროკავშირი;
  • ჩემი უფლებები ევროკავშირში;
  • სამოქალაქო უსაფრთხოება;
  • ევროკავშირის შესაძლებლობები საგანმანათლებლო, კულტურის და ახალგაზრდულ სფეროებში;
  • ევროპის ისტორია.
პროექტის მონაწილეები ეწვევიან ევროპის უმაღლეს ორგანიზაციებს სტრასბურგში: ევროპარლამენტს, ევროსაბჭოს, ევროსასამართლოს, ევროკორპუსს, ევროპის ახალგაზრდულ ცენტრს და ა.შ და შეხვდებიან მათ წარმომადგენლებს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გასართობ-ტურისტული ღონისძიებები საფრანგეთსა და გერმანიაში.  საშობაო სკოლის განხორციელების პერიოდია 2015 წლის დეკემბერი.
საშობაო სკოლის ხანგრძლივობა - 1 კვირა
 
ღირებულებაში შედის:
  • საცხოვრებელში განთავსება;
  • ხელმძღვანელის თანხლება;
  • ავიაბილეთები;
  • ტრანსფერი;
  • საუზმე;
  • შიდა გადაადგილება;
  • საერთაშორისო სერთიფიკატი;
  • სასწავლო მასალები;
  • სემინარებში მონაწილეობა;
  • მომსახურება ვიზის მისაღებად
  • სოციალურ-კულტურული აქტივობები;
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერი სკოლის მოსწავლეს 12 წლიდან. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მშობლის ან ნებისმიერი პირის თანხლება.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ინგლისური
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები