GE
საზაფხულო სკოლა იტალიაში სკოლის მოსწავლეებისათვის
ღირებულება: 1000 ევრო
"ევროპის აკადემიური ცენტრი“ გთავაზობთ საზაფხულო სკოლას იტალიაში მოსწავლეებისათვის - ,,სიცილია 2015”.
 
პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით, იტალიური არასამთავრობო ორგანიზაციების  „ლიბელულა“ და „პრომეთეო 2000“  პარტნიორობით.
პროექტი შემუშავებულია ევროკავშირის არაფორმალური განათლების პროგრამის პროგრამების ფარგლებში და ითვალისწინებს მონაწილეთა ჩართულობის მაღალ დონეს. პროგრამის მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ფორმალური და არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიას, შეისწავლონ უცხო ქვეყნის კულტურა და მოისმინონ ტრენინგები შემდეგ თემატიკებზე:
  • ფორმალური და არაფორმალური განათლება ახალგაზრდებში
  • ევროპული განათლების დონე და მისი ინტეგრაცია, ევროპული იდენტობა
  • ლიდერობა და ეფექტური კომუნიკაცია
  • პრეზენტაციის უნარების განვითარება
  • ინტერნეტის ეპოქის შესაძლებლობები თანამედროვე სივრცეში
  • ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა
  • ინტერკულტურული საღამოები
  • გენდერული თანასწორობა .
პროგრამის ღირებულება შეადგენს 1000 ევროს. რაც სრულიად ფარავს შემდეგ ხარჯებს:
  • ტრენინგების,  ლიტერატურის და  სხვა დამხმარე მასალების ხარჯებს.
  • საცხოვრებლის ხარჯებს (კამპუსის ტიპის საცხოვრებელი)
  • სამჯერადი კვება
  • ექსკურსიებს, სოციალურ აქტივობებს
  • ქალაქის დათვალიერება, მუზეუმის ბილეთები
  • შოპინგ ტური
  • სპორტული გამაჯანსაღებელი ცხოვრება
  • იტალიური  კერძების მომზადებაში მონაწილეობის მიღება. (პიცა, სპაგეტი და სხვა)
  • მგზავრობის ხარჯებს (ორივე გზა), შიდა ტრანსფერი
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • საერთაშორისო სერტიფიკატს იტალიური ორგანიზაციებისგან პროექტში მონაწილეობის შესახებ.
  • მონაწილეებს გადაეცემათ სამახსოვრო იტალიური სუვენირები და საჩუქრები.
  • წინამოსამზადებელ შეხვედრებს, სავიზო პროცედურების კონსულტირებას
  • ხელმძღვანელების თანხლებას პროექტის მიმდინარეობისას.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 14-18 წლამდე მოსწავლეებს, რომლებიც ფლობენ საკომუნიკაციო დონეზე ინგლისურ ენას.
საზაფხულო სკოლის პერიოდი: 11-19 აგვისტო
პროგრამის სამუშაო ენა არის ინგლისური
 
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 მაისი 2015
 
რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები