GE
სემინარები სტრასბურგში, ევროპის უმაღლეს ორგანოებში
ღირებულება: 1250 ევრო
"ევროპის აკადემიური ცენტრი" გთავაზობთ გაცნობით პროექტს და სემინარებს ევროპის უმაღლეს ორგანოებში: ევროპარლამენტში, ევროსაბჭოში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ევროპის ახალგაზრდულ ცენტრში და ადამიანის უფლებების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებში. პროექტი მოიცავს სასწავლო-კულტურულ ტურებს საფრანგეთსა (სტრასბურგი) და გერმანიაში (ბადენბადენი).
 
პროგრამა მოიცავს:
  • ტრენინგებს ახალგაზრდულ ცენტრში (ქ. სტრასბურგი, საფრანგეთი);
  • ევროსაბჭოს სამუშაო პროცესში ჩართვა/გაცნობას (ქ. სტრასბურგი, საფრანგეთი);
  • ევროპარლამენტის სამუშაო პროცესში ჩართვა/გაცნობას (ქ. სტრასბურგი, საფრანგეთი);
  • კულტურულ ტურებს და ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას საფრანგეთსა (ქ. სტრასბურგი) და გერმანიაში (ბადენბადენი).
ძირითადი მოთხოვნები:
  • ასაკი: 16-დან 35 წლამდე;
  • საკომუნიკაციო ინგლისური ენის ცოდნა.
პირობები:
  • პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს ერთ კვირას;
  • პროგრამის განხორციელების დრო: ნოემბერსა და დეკემბერში;
  • პროგრამის სრული ღირებულებაა 1250 ევრო.
ღირებულებაში შედის:
  • საერთაშორისო სერთიფიკატი;
  • საცხოვრებლის ხარჯები;
  • მგზავრობის ხარჯები (ავიაბილეთი - ორიგზა );
  • შიდა გადაადგილება;
  • კულტურული ტურების ხარჯები გერმანიაში.
რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები