GE
ტრენინგ–კონფერენცია გაეროში, ნიუ იორკში
ღირებულება: 4500 USD
ევროპის აკადემიური ცენტრი გაძლევთ არაჩვეულებრივ შესაძლებლობას გაემგზავროთ ნიუ-იორკსა და ფილადელფიაში. პროგრამა მოიცავს მონაწილეობას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ახალგაზრდულ ფორუმში - გლობალური პრობლემების გადაჭრის ლაბორატორია 2015 და სემინარებს გაეროს შტაბ-ბინაში, ნიუ იორკი.

პროექტი განკუთვნილია როგორც მოსწავლეებისთვის 16-35 წლამდე სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ, დაეუფლონ სტრატეგიების შემუშავებისა და დაგეგმვის მეთოდოლოგიას, მიიღონ ცოდნა და გამოცდილება ლიდერობისა და პრობლემების მოგვარების გზების შესახებ, გაეცნონ მსოფლიოს წინაშე მდგარ მთავარ პრობლემებსა და გამოწვევებს, მათი მოგვარების გზებს, ტექნოლოგიებს, კულტურას, რესურსებს და გააცნობიერონ, რისი გაკეთება შეუძლიათ მათ მომავლის შესაცვლელად.

სამეცნიერო პროექტი არის ადგილი, სადაც რეალურად ხდება გლობალური და ლოკალური პრობლემების გადაჭრის გზების შემუშავება.
 
მოთხოვნები:
  • ასაკობრივი ჯგუფი: 16-დან 25 წლამდე;
  • საკომუნიკაციო ინგლისური ენის ცოდნა;
  • ლიდერის თვისებები.
 
ღირებულებაში შედის:
  • კონფერენციაში მონაწილეობა;
  • საკონფერენციო მასალები;
  • საერთაშორისო სერთიფიკატი;
  • საცხოვრებლის ხარჯები ნიუ-იორკსა და ფილადელფიაში;
  • შიდა გადაადგილება;
  • თვითმფრინავის ბილეთები;
  • ჯგუფის ხელმძღვანელის თანხლება კონფერენციაზე.
 
პროექტის ხანგრძლივობა: 2 კვირა
პროექტის განხორციელების დრო: 2015 წლის 21 ივნისი - 4 ივლისი
 
პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია
 
რეგისტრაციისთვის გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი აშშ
  • სწავლების ენა ინგლისური
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები