GE
ადამიანური რესურსების მართვის სასწავლო კურსი
ღირებულება: 300 ლარი
„განათლების მართვი სცენტრი“ გთავაზობთ ადამიანური რესურსების მართვის სასწავლო კურსს.

მიზანი
ტრენინგის მიზანია მსმენელებს შეასწავალოს ადამიანური რესურსების ეფექტური დაგეგმვის, მართვისა და შეფასების პრინციპები, მოდელები და მექანიზმები, განუვითაროს ლიდერობისა და ორგანიზაციული უნარ-ჩვევები.

კურსის მსვლელობისას მონაწილეები გაეცნობიან ადამიანური რესურსების ეფექტური მართვისა და განვითარების პრინციპებს, მეთოდებსა და ინსტრუმენტებს, განიხილავენ და პრაქტიკულად იმუშავებენ ორგანიზაციული განვითარების, თანამშრომელთა მოტივირების, გუნდის მართვის, ეფექტური კომუნიკაციისა და სტრესის მართვის საკითხებზე, შეისწავლიან ადამიანური რესურსების მართვის ფსიქოლოგიურ ფაქტორებს, პერსონალის სწავლებისა და განვითარების მართვით მიდგომებს.

სწავლების მეთოდოლოგია
სწავლების მეთოდოლოგია ეყრდნობა ინტერაქტიული სწავლების შემდეგ ძირითად მიდგომებს: თეორიული სწავლება (ვერბალური და ვიზუალური კომპონენტები), დისკუსია, პრაქტიკული სამუშაო, მოდელირებული სიტუაციის ანალიზი, კონკრეტული სიტუაციების გარჩევა, სიტუაციური თამაშები, თვითშეფასების ტესტები, ჯგუფური და ინდივიდუალური სავარჯიშოები და პროექტის პრეზენტაცია.

შედეგი
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მსმენელები შეძლებენ ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების ძირითადი მიდგომების გაანალიზებას, განივითარებენ მრავალმხრივი ინფორმაციის შეგროვების, ინტერპრეტაციისა და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს.
 
სასწავლო კურსის  შინაარსი:
  • ადამიანური რესურსების მართვის ზოგადი მიმოხილვა (ლექცია, დისკუსია, ჯგუფური სავარჯიშო)
  1. ადამიანური რესურსების მართვის არსი, მიზანი, ფუნქციები და პრინციპები;
  2. ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის არსი, ფუნქციები, სტრუქტურა და მართვის კომპონენტები.
  • ორგანიზაციული განვითარება და სტრატეგიული დაგეგმვა (ლექცია, დისკუსია, მოდელირებული სიტუაციის ანალიზი, ჯგუფური სავარჯიშო, ინდივიდუალური სავარჯიშო)
  1. ორგანიზაციის მისია, მიზნები და ამოცანები;
  2. ორგანიზაციული ანალიზი;
  3. ორგანიზაციულისტრუქტურის შემუშავება;
  4. სტრატეგიული დაგეგმვა და სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება;
  5. ფუნქცია-მოვალეობების გადანაწილება და სამუშაო აღწერების შემუშავება.
  • კადრების მოზიდვა და შერჩევა(ლექცია, დისკუსია, სიტუაციური თამაშები, ჯგუფური სავარჯიშო)
  1. რეკრეკრუტირების პროცესი და მეთოდები;
  2. გასაუბრება (მომზადება, წარმართვა, შედეგების ანალიზი);
  3. პერსონალის შერჩევა.
  • სამუშაოს მართვა: სამუშაოს დაგეგმვა და მონიტორინგი (ლექცია, დისკუსია, ჯგუფური სავარჯიშო)
  1. სამუშაოს დაგეგმვის არსი, პროცესი და ინსტრუმენტები;
  2. მონიტორინგის არსი, პროცესი და ინსტრუმენტები ორგანიზაციულ, სტრუქტურულ და ინდივიდუალურ დონეზე.
  • სამუშაოს მართვა: შესრულებული სამუშაოს შეფასება (ლექცია, დისკუსია, ჯგუფური სავარჯიშო)
  1. შესრულებული სამუშაოს შეფასების არსი, პროცესი და მეთოდები.
  • ტრეინინგი და განვითარება(ლექცია, დისკუსია, კონკრეტული სიტუაციის გარჩევა, ინდივიდუალური სავარჯიშო)
  1. პროფესიული განვითარების არსი, მნიშვნელობა და მეთოდები;
  2. პერსონალის განვითარების პროცესი (საჭიროებების იდენთიფიკაცია, პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება, შედეგების შეფასება).
  • ორგანიზაციული კულტურა და კადრების სოციალიზაცია(ლექცია, დისკუსია, კონკრეტული სიტუაციის გარჩევა, ინდივიდუალური სავარჯიშო)
  1. ორგანიზაციული კულტურის არსი და სტრატეგიული მნიშვნელობა;
  2. სოციალიზაციის არსი და მნიშვნელობა;
  3. სოციალიზაციის პროცესი და მეთოდები;
  • ქცევის მართვა(ლექცია, დისკუსია, მოდელირებული სიტუაციის ანალიზი)
  1. პერსონალის ბუნებრივი და შეძენილი პოტენციალის ანალიზი;
  2. განსხვავებული ქცევის ტიპები და ქცევის მართვა.
  • მოტივირება(ლექცია, დისკუსია, მოდელირებული სიტუაციის ანალიზი, თვითშეფასების ტესტი, ჯგუფური და ინდივიდუალური სავარჯიშო)
  1. მოტივაციის არსი და მნიშვნელობა;
  2. მოტივაციის სისტემები, თანამშრომლებთან ურთიერთობების ეფექტურად წარმართვის მეთოდები, წამახალისებელი ინიციატივები;
  3. ინდივიდებისა და გუნდების მოტივირება, მოტივირების სტიმულები, დაჯილდოება;
  • გუნდის მართვა(ლექცია, დისკუსია, თვითშეფასების ტესტი, კონკრეტული სიტუაციის ანალიზი)
  1. როგორ მუშაობს გუნდი;
  2. გუნდის ჩამოყალიბების ინსტრუმენტები;
  3. გუნდური მუშაობის განვითარება და ეფექტურობის გაზრდის მეთოდები.
  • დროის მართვა(ლექცია, დისკუსია, სიტუაციის გარჩევა, თვითშეფასების ტესი, სავარჯიშო)
  1. დროის მართვის არსი და მნიშვნელობა;
  2. წარმატების დაგეგმვა (Planning for Success) და დროის მართვის ტიპები;
  3. თანამშრომელთა დროის მართვა.
  • ორგანიზაციული კონფლიქტი და სტრესის მართვა(ლექცია, დისკუსია, კონკრეტული სიტუაციის გარჩევა, თვითშეფასების ტესტი, ჯგუფური სავარჯიშო)
  1. ორგანიზაციული კონფლიქტის მართვა;
  2. სტრესის წყაროების ანალიზი;
  3. სტრესის შემცირებისა და თავიდან აცილების მეთოდები სამსახურში.
პროგრამის ხანგრძლივობა 25 სთ, კვირაში 2 დღე, დღეში 2 საათი.
კურსის დამთავრების შემდეგ მსმენელების შეფასება ხდება ტესტირების გზით, რომლის საფუძველზეც გადმოგეცემათ ქართულ-ინგლისურენოვანი სერთიფიკატი.

დამატებით გაცნობებთ, რომ ჩვენი სასწავლო ცენტრის მიერ გაცემული ინვოისის საფუძველზე თიბისი ბანკში გაიცემა უპროცენტო სესხი თქვენს მიერ შერჩეული სასწავლო კურსის დასაფინანსებლად 24 თვემდე ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!

რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები