GE
იურიდიული ეთიკის ტრენინგ-კურსი
ღირებულება: 400 ლარი
„განათლების მართვის ცენტრი“ გთავაზობთ  ტრეინინგს „იურიდიული ეთიკა“

სასწავლო კურსის მიზანია:  მსმენელმა შეიცნოს იურიდიული პროფესიების არსი, რაც საშუალებას მისცემს, არჩევანის შემთხვევაში, განახორციელოს სწორი პრაქტიკა, რომელიც გამიზნული იქნება სამართლის სწორად განვითარებისა და მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებისაკენ, რაც არის დემოკრატიის ხერხემალი.
 
კურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს:
  • არჩეული პროფესიის მეშვეობით გახდეს მართლმსაჯულების მოსამსახურე და პატიოსნად წარმართოს პროცესი, რომლის საბოლოო შედეგი სამართლიანი სასამართლო გადაწყვეტილებაა;
  • საკუთარი რესურსები მიმართოს პროფესიული ადგილის დამკვიდრებისაკენ მთლიან სამართლებრივ სისტემაში;
  • პროფესიული საქმიანობისას სამართლიანობის, კანონის უზენაესობის პრინციპის, ადამიანის უფლებების, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების დაცვას;
  • წარმოდგენილ პირთა ინტერესების დაცვისას პასუხისმგებლობების გააზრებას და ეთილსინდისიერად მოქმედებას;
  • პროფესიის განვითარებაში ხელშეწყობას.
განსახილველი თემები:
  1. მართლმსაჯულების სისტემა. ეთიკა და პროფესიული ეთიკა;
  2. მოსამართლე.
  3. ადვოკატი;
  4. ადვოკატისა და კლიენტის უფლება-მოვალეობები ურთიერთობის შეწყვეტისას;
  5. პროფესიული სტანდარტები;
  6. პრინციპები;
  7. საადვოკატო საქმიანობის რეკლამა;
  8. პასუხისმგებლობა;
  9. პროკურორი;
  10. პროკურორის როლი მართლმსაჯულების სისტემაში.
სავალდებულო და დამხმარე ლიტერატურის ელექტრონული ლინკები გადაეცემათ მსმენელებს ტრეინინგის დაწყებამდე.
ლექციაზე მასალის ვერბალურად გადაცემის გარდა, გამოყენებული იქნება დემონსტრირების მეთოდი, რაც ინფორმაციის ვიზუალურ წარმოდგენად გულისხმობს. აგრეთვე ლექციაზე გამოყენებული იქნება სწავლების ინდუქციური და დედუქციური მეთოდები, ახსნა-განმარტების მეთოდი, კაზუსები, დისკუსია/დებატების მეთოდი.
ტრენინგის ხანგრძლივობა 12 კვირა, კვირაში 2 საკონტაქტო საათი.

კურსს წაიკითხავს ლიცენზირებული სპეციალისტი სისხლის სამართლის, პროფესიული ეთიკისა და სასამართლო უნარ-ჩვევებში გიორგი ტურაზაშვილი.

კურსის დამთავრების შემდეგ მსმენელების შეფასება ხდება ტესტირების გზით, რომლის საფუძველზეც გადმოგეცემათ ქართულ-ინგლისურ ენოვანი სერთიფიკატი.

დამატებით გაცნობებთ:
  • სასწავლო ცენტრი ჩართულია სტუდენტური ფასდაკლების პროგრამაში, ამიტომ სტუდენტები ჩვენთან სარგებლობენ ფასდაკლებით თითოეულ სასწავლო კურსზე;
  • ჩვენს მიერ გაცემული ინვოისის საფუძველზე თი ბი სი ბანკში გაიცემა უპროცენტო სესხი თქვენს მიერ შერჩეული სასწავლო კურსის დასაფინანსებლად 24 თვემდე ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!

რეგიტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა 
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები