GE
პრეზენტაციის უნარ-ჩვევების სასწავლო კურსი
ღირებულება: 150 ლარი
„განათლების მართვის ცენტრი“ გთავაზობთ პრეზენტაციის უნარ-ჩვევების სასწავლო კურსს.

მიზანი:
ტრეინინგის მიზანია პრეზენტაციის მომზადებისათვის საჭირო ცოდნის შეძენა და შესაბამისი უნარების განვითარება.
 
ტრეინინგის მსვლელობისას მონაწილეები გაეცნობიან და განივითარებენ ორატორისთვის აუცილებელ  უნარ-ჩვევებს;  შეისწავლიან პრეზენტაციის დაგეგმვის, მომზადებისა და აუდიტორიასთან მუშაობის მეთოდებს, განიხილავენ და პრაქტიკულად იმუშავებენ სტრესისა და დროის მართვის საკითხებზე.
 
სწავლების მეთოდოლოგია
მეთოდოლოგია ეყრდნობა ინტერაქტიული სწავლების შემდეგ ძირითად მიდგომებს: ლექცია, დისკუსია,პრაქტიკული სამუშაო, მოდელირებული სიტუაციის ანალიზი, კონკრეტული სიტუაციების გარჩევა, სიტუაციური თამაშები, თვითშეფასების ტესტები, ჯგუფური და ინდივიდუალური სავარჯიშოები და პროექტის პრეზენტაცია.
 
შედეგი
მსმენელები გაიუმჯობესებენ საკუთარ პრეზენტაციულ უნარ-ჩვევებს; განივითარებენ ინფორმაციის შეგროვების, სტრუქტურირების, ინტერპრეტაციისა და  დასაბუთებული დასკვნის გაკეთების უნარს.
 
სასწავლო კურსის  შინაარსი:
  • პრეზენტაციის დაგეგმვა და მომზადება (ლექცია, დისკუსია, კონკრეტული სიტუაციის გარჩევა, ინდივიდუალური სავარჯიშო)
პრეზენტაციის მიზნისა და ამოცანების განსაზღვრა;
პოტენციური აუდიტორიის შესწავლისა და გარემოს ანალიზის მეთოდები;
მასალების მოძიების ინსტრუმენტები და პრეზენტაციის სტრუქტურის შემუშავება;
პრეზენტაციის ტექსტის, სლაიდებისა და სხვა აუდიო-ვიზუალური მასალის მომზადება.
  •  პრეზენტაციული უნარების განვითარება (ლექცია, დისკუსია, მოდელირებული სიტუაციის ანალიზი, თვითშეფასების ტესტი)
საკუთარი თავის მართვა: კომუნიკაციის ბარიერები, საუბრის მართვის ტექნიკა, დროის ეფექტურად მართვა, სტრესის მართვა;
ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია;
  • პრეზენტაციის ეფექტიანობის შეფასების კრიტერიუმები.
აუდიტორიასთან მუშაობის მეთოდები(ლექცია, დისკუსია, თვითშეფასების ტესტი, პროექტის პრეზენტაცია)
აუდიტორიის დარწმუნებისა და მოტივირების მეთოდები, აუდიტორიის განწყობის მართვა;
პრეზენტაციის ეფექტურად გახსნა და დახურვა;
კითხვა-პასუხის სწორად გამოყენება.

პროგრამის ხანგრძლივობა 12 სთ, კვირაში 2 დღე, დღეში 2 საათი, ღირებულება 150 ლარი.
 
კურსის დამთავრების შემდეგ გადმოგეცემათ ქართულ-ინგლისურენოვანი სერთიფიკატი.

დამატებით გაცნობებთ, რომ ჩვენი სასწავლო ცენტრის მიერ გაცემული ინვოისის საფუძველზე თიბისი ბანკში გაიცემა უპროცენტო სესხი თქვენს მიერ შერჩეული სასწავლო კურსის დასაფინანსებლად 24 თვემდე ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!

რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები