GE
საბანკო კომპიუტერული პროგრამების Alta software B2000 და LMS შემსწავლელი კურსი
ღირებულება: 250 ლარი
„განათლების მართვის ცენტრი“ გთავაზობთ ტრენინგს საბანკო კომპიუტერულ პროგრამაში  Alta software B2000 და სასესხო პროგრამაში LMS.
 
Alta  software B2000 და LMS  არის  კომპიუტერული პროგრამა, რომლითაც სარგებლობენ ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები: საქართველოს ეროვნული ბანკი; სს ბანკი "რესპუბლიკა"; სს "თიბისი ბანკი"; სს "ბანკი ქართუ"; სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია"; სს ქეი-ეს-ბი ბანკი"; სს კომერციული ბანკი "ბაზის ბანკი"; სს "პროგრესბანკი"; სს "კავკასიის განვითარების ბანკის" თბილისის ფილიალი; თ.რ. სს "ზირაათბანკის" თბილისის ფილიალი; სს "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო"; სს "ინვესტბანკი"; სს "ბითიეი ბანკი";  ეიჩესბისი ბანკი საქართველო; თბბ; ფინკაბანკი.
 
ტრენინგი გათვლილია მათთვის ვისაც სურს დასაქმდეს ან გაიუმჯობესოს პოზიცია ბანკში ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში.
 
კურსის თემატიკა მოიცავს :
  • ინფორმაცია ბანკის კლიენტებისა და არაკლიენტების შესახებ;
  • სალაროს შემოსავალ/ გასავლის ოპერაციები;
  • ანგარიშების ბრუნვა და ამონაწერის მომზადება;
  • სალაროდან სალაროში ფულის გადაცემა;
  • კლიენტის კონტროლზე აყვანა;
  • მემორიალური ორდერები;
  • საგადახდო დავალებები;
  • ვალუტის კონვერტაცია;
  • საბალანსო ანგარიშები , სავალუტო კურსები;
  • ფიზიკური პირის რეგისტრაცია ;
  • ფიზიკური პირის ანგარიშის გახსნა;
  • ინკასო/ყადაღა ;
  • დეპოზიტები;
  • სასესხო პროგრამა LMS. სესხის გაფორმების პროცედურები. 
კურსის დამთავრების შემდეგ მსმენელების შეფასება ხდება ტესტირების გზით, რომლის საფუძველზეც გადმოგეცემათ ქართულ-ინგლისურენოვანი სერთიფიკატი.
 
პროგრამის ხანგრძლივობა 18 საათი, მეცადინეობის ხანგრძლივობა 2 საათი.
კურსის ღირებულება 250 ლარი.
 
მსმენელებს გადაეცემათ სასწავლო მასალა.

დამატებით გაცნობებთ, რომ ჩვენი სასწავლო ცენტრის მიერ გაცემული ინვოისის საფუძველზე თიბისი ბანკში გაიცემა უპროცენტო სესხი თქვენს მიერ შერჩეული სასწავლო კურსის დასაფინანსებლად 24 თვემდე ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები