GE
ძვირფასი ლითონების ექსპერტ-შემფასებელთა სპეციალიზირებული კურსი
ღირებულება: 100 ლარი
განათლების მართვის ცენტრი გთავაზობთ ძვირფასი ლითონების ექსპერტ შემფასებელთა სპეციალიზირებულ კურსს.

კურსის მიზანი:
კურსის მიზანია მიიღოთ სრულყოფილი ცოდნა და შეძლოთ დამოუკიდებლად მუშაობა კომერციულ  ბანკში, კერძო სალომბარდო თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, სახელმწიფო სტრუქტურასა თუ  ოქროს  ბირჟაზე.
 
კურსის თემატიკა:
  1. კეთილშობილი ლითონები : ოქრო, ვერცხლი , პლატინა, პალადიუმი;
  2. საქართველოსა და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე  მოქმედი დამღები და დადამღვის წესი;
  3. არაძვირფასი ლითონები რომელიც გამოიყენება საიუველირო საქმეში;
  4. ნაკეთობაში ლითონის წონისა და სინჯის დადგენა;
  5. საფარის დასინჯვა და ყალბი ნივთების აღმოჩენა;
  6. საინვესტიციო და საიუბილეო მონეტები;
  7. კურსი მოიცავს პრაქტიკულ მეცადინეობებს.
მსმენელი თავად ადგენს ლითონის სინჯს და სიყალბეს.

პროგრამის ხანგრძლივობა 6 დღე,  დღეში 1.5 საათი, ღირებულება ჯგუფში (3-5 მსმენელი) -100 ლარი, ინდივიდუალურად - 150 ლარი. ღირებულებაში შედის სასწავლო მასალა.
 
კურსის დამთავრების შემდეგ მსმენელების შეფასება ხდება ტესტირების გზით, რომლის საფუძველზეც გაიცემა სერთიფიკატი.

გისურვებთ წარმატებებს!

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები