GE
ფინანსური მენეჯმენტის საფუძვლები - საკვალიფიკაციო კურსი
ღირებულება: 450 ლარი
"გრანთ თორნთონ აკადემია" 11 ოქტომბრიდან აცხადებს მსმენელთა მიღებას საკვალიფიკაციო კურსზე - ფინანსური მენეჯმენტის საფუძვლები.

კურსი განკუთვნილია მოქმედი მენეჯერების, ფინანსური ანალიტიკოსების, მთავარი ბუღალტრების, ფინანსისტებისა და ფინანსური მართვის საკითხებით დაინტერესებლი პირებისათვის.
 
კურსის მიზანია ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვის ძირითადი პრინციპების, ფინანსების დაგეგმვის, რესურსების ოპტიმიზაციის და საფინანსო კონტროლის, ფინანსური გარემოს შეფასების და კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ანალიზის, ანგარიშგებების მომზადების შესწავლა.
 
ხანგრძლივობა: 40 საათი
ღირებულება: 450 ლარი
სამუშაო ენა: ქართული

კურსებს გაუძღვებიან გამოცდილი ლექტორები და დარგის წამყვანი პროფესიონალები.
 
სწავლის პროცესი მიმდინარეობს ინტერაქტიული სწავლების მეთოდების გამოყენებით: სიტუაციების ანალიზი, დისკუსია, შეფასება, თეორიულ მასალასთან ერთად განხილული იქნება პრაქტიკული მაგალითები.
 
საკვალიფიკაციო კურსის დასრულებისას ჩატარდება შემაჯამებელი ტესტირება, რაც მსმენელს საკუთარი ცოდნის შემოწმების საშუალებას მისცემს.
 
მონაწილეები მიიღებენ „გრანთ თორნთონ აკადემიის" სერტიფიკატებს.

ლექციები გაიმართება კვირაში ორჯერ, საღამოს საათებში 19:00-22:00 პერიოდში, 2-3-საათიანი ხანგრძლივობით.
 
მსურველთათვის გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფასდაკლებები:
  • 10%-იანი ფასდაკლება გრანთ თორნთონ საქართველოს კლიენტებისთვის;
  • 10%-იანი ფასდაკლება ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი თანამშრომლისთვის.
საკონტაქტო პირი ქეთევან ღამბაშიძე

გრანთ თორნთონი წარმოადგენს მსოფლიოს დამოუკიდებელი აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო ფირმების ერთ-ერთ წამყვან ქსელს. ჩვენ პროფესიონალური და პერსპექტიული რჩევებით ვეხმარებით დინამიურ ორგანიზაციებს გამოავლინონ თავიანთი ზრდის პოტენციალი. კომპანიის გუნდის წევრები, პარტნიორთა ხელმძღვანელობით, მაქსიმალურ ცოდნასა და გამოცდილებას იყენებენ იმისათვის, რომ კარგად გაიაზრონ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენელი კომპანიების პრობლემები და დაეხმარონ მათ გადაწყვეტაში. გრანთ თორნთონის 50,000 თანამშრომელი, 135 ქვეყანაში მუშაობს იმისათვის, რომ იყოს გამორჩეული როგორც კლიენტებისათვის, ისე კოლეგებისთვის - გარემოში, რომელშიც მათ უწევთ ცხოვრება და მუშაობა.

გრანთ თორნთონ - საქართველო, გრანთ თორნთონ ინთერნეშენალის წევრი, წარმოადგენს ბუღალტერთა და აუდიტორთა, ფინანსურ მრჩეველთა, ბიზნესისა და მართვის დარგის კონსულტანტთა, საგადასახადო და იურიდიულ მრჩეველთა პროფესიონალურ გუნდს.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები