GE
ტრენინგი პიროვნულ განვითარებაში -"მომავლის არქიტექტორი"
ღირებულება: 425 ლარი
3-დღიანი ინტენსიური ქოუჩინგ-პროგრამა მათთვის, ვისაც უნდა გახდეს საკუთარი მომავლის არქიტექტორი.
 
ამ კურსის შედეგად თქვენ:
  • აღმოაჩენთ და გათავისუფლდებით იმ სტერეოტიპებისა და პარადიგმებისგან, რომლებიც ხელს გიშლით წინსვლაში;
  • ორჯერ უფრო ეფექტურად გამოიყენებთ თქვენს ხელთ არსებულ დროსა და რესურსებს;
  • თქვენს ხელში აიღებთ ცხოვრების სადავეებს და შეძლებთ მომავლის მართვას. დაისახავთ და მიაღწევთ მნიშვნელოვან მიზნებს.
3 მიზეზი, რის გამოც პროგრამაში მონაწილეობა აუცილებლად მოგიტანთ შედეგებს:
  1. თქვენი გადაწყვეტილება, შეცვალოთ ცხოვრება: პროგრამაში თქვენი მონაწილეობა უკვე იმის ნიშანია, რომ თქვენ გადაწყვიტეთ თავად იქცეთ საკუთარი ცხოვრებისა და მომავლის არქიტექტორი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნახევარი გზა გავლილია.
  2. გარემო, რომელშიც მოგიწევთ მუშაობა: პროგრამაში თქვენ იქნებით გაბედული ადამიანების გარემოცვაში. პროგრამის მონაწილეები არიან ისინი, ვისაც სჯერა საკუთარი პოტენციალის, უკეთესი მომავლის და მზადაა ამ გზაზე ყველა ბარიერი გადალახოს. ასეთი გარემო აუცილებლად შეგმატებთ მიზნის მიღწევის მოტივაციასა და საჭირო ენერგეტიკას.
  3. ჩვენი უნიკალური პროგრამა: ჩვენი ინტერაქტიული ქოუჩინგ-პროგრამა ეფუძნება სტეფან კოვეის სწავლებებს, მერლინ ატკინსონისა და ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის უნიკალურ ინსტრუმენტებს, რომელიც დაგეხმარებათ:
  • თქვენს თავზე აიღოთ საკუთარი ცხოვრების პასუხისმგებლობა,
  • პასუხები გასცეთ თქვენს თავში არსებულ კითხვებს, რომლებსაც ხშირად გაურბიხართ
  • აღმოაჩინოთ თქვენში არსებული პოტენციალი და უზარმაზარი რესურსები.
  • დაისახოთ კონკრეტული მიზნები და მიაღწიოთ მას.
პროგრამის შინაარსი:
 
დღე 1. გამოფხიზლება:
  • ქოუჩინგის არსი და მისი გამოყენება
  • არსებული მდგომარეობის შეფასება
  • ცხოვრების გადაფასება მისი სხვადასხვა ასპექტის მიხედვით
  • ძირითადი პარადიგმებისა და პრინციპების გააზრება
  • წარმატების მიღწევისთვის საჭირო თვისებები
დღე 2. მომავლის მოდელირება:
  • პროაქტიულობის მნიშვნელოვნების გააზრება
  • მიზნის დასახვა და  საბოლოო შედეგის ვიზუალიზაცია
  • ცხოვრებისეული მისიისა და დანიშნულების აღმოჩენა
  • მიზნის მიღწევის სტრატეგიების შემუშავება
  • უახლოესი 6 თვის განმავლობაში პრიორიტეტების განსაზღვრა
  • გარემოსთან ურთიერთობის გაუმჯობესების გზები. კონფლიქტების შემცირება
დღე 3. რესურსების მობილიზება და ქმედებების დაგეგმვა:
  • საკუთარი ღირებულებებისა და სტერეოტიპების აღმოჩენა
  • გადაწყვეტილებებში სინერგიის მიღწევა
  • განვითარებისა და განახლების პრინციპები
  • ცხოვრების გრძელვადიანი ხედვის შესაბამისი სტრატეგიების შემუშავება და ქმედებების დაგეგმვა
  • მიზნების მიღწევისთვის საჭირო თვისებების / რესურსების აღმოჩენა და განმტკიცება
  • სასურველი “მე”-ს ხატის შექმნა და განმტკიცება.
  • მომავალი 12 თვის ქმედებების გეგმის შედგენა.
პროგრამის ავტორი და ქოუჩი:
 
თიკა რუხაძე - საქართველოში პირველი ქოუჩინგ-კომპანია GROWIN-ის დამფუძნებელი და Erickson College International-ის ოფიციალური წარმომადგენელი კავკასიაში. ფსიქოლოგი, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი, კვლევითი-საკონსულტაციო კომპანია “ეისითი”-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი. თინათინი აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო საქმიანობაში - 2007 წლიდან დღემდე, სხვადასხვა დროს, ის კითხულობდა ლექციებს შემდეგ ინსტიტუტებში: თავისუფალი უნივერსიტეტი, კავკასიის ბიზნეს სკოლა, საერთაშორისო ბიზნესის სკოლა (ISB)  საქართველოს უნივერსიტეტი (Georgian University) და CAC (Caucasus Academic Center).
 
პროგრამის თარიღი და ღირებულება:
 
კურსის ხანგრძლივობა: 3 დღე (10:00-18:00 სთ)
სამუშაო ენა - ქართული
თარიღი: 20-22 ნოემბერი
ფასი: 425 ლარი (ღირებულებაში შედის სადილი და 2 ყავის შესვენება)
 
რეგისტრაციისთვის დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები