GE
პარაფარმაცევტული, ფარმაცევტული და სამედიცინო დანიშნულების საგნების მარკეტინგი და გაყიდვები
ფარმაცევტული კომპანია “HERBAL PREPARATI - ჰერბალ პრეპარატი“ იწვევს მედიცინის, ფარმაციის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტების კურსდამთავრებულებს (ბაკალავრებს, მაგისტრებს) და IV კურსის სტუდენტებს საზაფხულო ტრენინგის პროგრამაზე: „პარაფარმაცევტული, ფარმაცევტული და სამედიცინო დანიშნულების საგნების  მარკეტინგი და გაყიდვები“.
 
ტრენინგის მიზნად ისახავს სწავლებასა და დასაქმებას ზაფხულის პერიოდში.
ტრენინგის პერიოდი 2 თვე.
კანდიდატების შერჩევა იწარმოებს მიმდინარე წლის 20 ივნისიდან.
ტრენინგის  პირობები:
  • კანდიდატები გაეცნობიან ფარმაცევტული და სამედიცინო სფეროს ინფრასტრუქტურასა და თავისებურებებს;
  • კომპანიის სამედიცინო წარმომადგენლებთან ერთად განახორციელებენ ვიზიტებს ფარმაცევტულ და სამედიცინო დაწესებულებებში;
  • მიიღებენ მონაწილეობას სხვადასხვა PR ღონისძიებებში
კანდიდატებზე გაიცემა შესაბამისი ცნობა და რეკომენდაციები.
 
ტრენინგის პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხდება  კანდიდატის  დასაქმება.
დასაქმება მოხდება გასაუბრების საფუძველზე. 
 
პიროვნული უნარები:
  • კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი
  • შედეგზე ორიენტირებულობა
  • შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსეთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები