GE
სამაგისტრო პროგრამა - პოლიტიკის მეცნიერება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამაზე პოლიტიკის მეცნიერება (საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპისმცოდნეობა, კავკასიის კვლევები, საბჭოთა კვლევები, პოლიტიკის ანთროპოლოგია).

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა პოლიტიკის მეცნიერება (საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპისმცოდნეობა, კავკასიის კვლევები, საბჭოთა კვლევები, პოლიტიკის ანთროპოლოგია) სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას თანამედროვე მეცნიერული მეთოდოლოგიის და ინტერდიციპლინური მიდგომების გამოყენებით შეისწავლონ  პოლიტიკის მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებების აქტუალური პრობლემატიკა კერძოდ, პროგრამა ორიენტირებულია ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებული საკითხების კვლევაზე, ევროპული და საეთაშორისო პოლიტიკის ძირითადი პროცესების იდენტიფიკაციაზე, კარკასიის რეგინოშნი მიმდინარე პოლიტიკური პროცესების საფუძლიან შესწავლაზე, საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა სივრცის პოლიტიკური სპეციფიკის განსაზღვრაზე. მნიშვნლოვანია, რომ სტუდენტებს  პროფესიონალური ინტერესებიდან გამომდინარე ექნებათ თავისუფალი ნავიგაციის შესაძლებლობა პროგრამის ფარგლებში, რაც გულისხმობს მათ ინდივიდუალურ არჩევანს სწავლის/კვლევის ინტერესის სფეროს და საჭიროებებზე მორგებული შესაბამისი სასწავლო გეგმის განსაზღვრისას.

პროგრამაზე მიღება: სამაგისტრო პროგრამაზე მიღება ხორციელდება საერთო სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგების საფუძველზე.

კონკურსში მონაწილეობისთვის, მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა:
  • გადალახოს საერთო სამაგისტრო გამოცდის მინიმალური ზღვარი;
  • 31 აგვისტომდე გაიროს რეგისტრაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (უნივერსიტეტის კანცელარია, ჩოლოყაშვილის 3/5); 
  • 4-6 სექტემბერს გაიაროს შიდასაუნივერსიტეტო გასაუბრება.
საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულის კოეფიციენტია 0, შიდასაუნივერსიტეტო გასაუბრების  ქულის კოეფიციენტია 100.

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები:
  • განაცხადი (სპეციალური ფორმა, ივსება უნივერსიტეტის კანცელარიაში);
  • პირადობის მოწმობა და მისი ასლი;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი, ასეთის არარსებობის შემთხვევაში - სამაგისტრო საგამოცდო პლასტიკური ბატათი და მისი ასლი;
  • ორი ფოტოსურათი და ელ. ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის დედანი ასლთან ერთად, ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ.
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყონის დამადასტურებელი ცნობა.
პოგრამაზე მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია, გთხოვთ, იხილოთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

საკონტაქტო პირი: ნინო აბესაძე
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ჩოლოყაშვილის გამზ.3/5, ოთახი E-210
Tel: 2 231-057;   2 220- 648
Email: graduatschool@iliauni.edu.ge
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები