GE
სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სემინარი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროცედურების მიხედვით
ღირებულება: 250 ლარი

„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“ გიწვევთ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სემინარზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროცედურების მიხედვით.

მონაწილეებს გადაეცემათ სემინარის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, არაუგვიანეს 19 ივნისისა, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა შევსებული სარეგისტრაციო ფორმით.

დრო: 22 და 29 ივნისი, 2019 წ. (სულ 11 საკონტაქტო საათი).
ადგილი: „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ საკონფერენციო დარბაზი

ტრენერი:

ლუკა მოსაშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების დამოუკიდებელი კონსულტანტი.

სემინარის საფასური: კურსის ღირებულებაა 250 ლარი;

„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“ საკუთარ წევრებს დაუფარავს სემინარის სრულ ღირებულებას.

დღის წესრიგი იხილეთ თანდართულ ფაილში.

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები