GE
ადამიანის უფლებათა ეროვნული სტანტარდების შემსწავლელი კურსი
ღირებულება: 100 ლარი
„ინოვაციური ტრეინინგცენტრი ITC“  გთავაზობთ 50%-იანი ფასდაკლებას ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტანდარტებში
 
240 ლარის ნაცვლად სრულ კურსში გადაიხდით 100 ლარს!
 
აღნიშნულ კურსში განხილული იქნება ადამიანის უფლებათაშესახებ შექმნილი ძირითადი საერთაშორისო ხელშეკრულებები და მექანიზმები, საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი ადამიანის ძირითადი უფლებები, ძირითადი უფლებებისცნება, კატეგორიები, მის მიერ დაცული სფერო. სასწავლო კურსის განმავლობაში დიდი ყურადღება დაეთმობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას და მის ჭრილში კონსტიტუციური ნორმების ინტერპრეტაციას. სასწავლო კურსი სტუდენტს შესაძლებლობას მისცემს დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები ადამიანის უფლებათა დაცვის სამართალში არსებულ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით. კურსის განმავლობაში მიღებულ თეორიული ცოდნის გამოიყენება სამართლებრივი საკითხების გადაჭრის დროს.
 
საკითხები:
  • შესავალი. ადამიანის უფლებათა დაცვის შიდა სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მექანიზმები, უფლებების დაცვის საზედამხედველო სისტემა, ძირითადი უფლებების ცნება, კატეგორიები და მათი მოქმედების ფარგლები;
  • ძირითადი უფლებების რეგულირებისა და დაცვის სფერო. დაცულ სფეროში ჩარევა და უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ-სამართებრივი საფუძველი; პროპორციულობის პრინციპი. სახელმწიფოს ნეგატიური და პოზიტიური ვალდებულება;
  • სიცოცხლისუფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეორე მუხლის და საქართველოს კონსიტუციის მე-15 მუხლის შედარებითი ანალიზი.უფლების შეზღუდვის საფუძვლები და ფარგლები;
  • წამებისაკრძალვა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა;
  • შუალედური გამოცდა;
  • ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, საქართველოს კონსტიტუციის 17-ე მუხლისა და ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის შედარებითი ანალიზი. უფლების მიერ დაცული სფერო;
  • საკუთარი პიროვნების თავისუფლად განვითარების უფლება, საქართველოს კონსიტუციის მე-16 მუხლი. უფლების სუბიექტები, დაცვის სფერო, შეზღუდვის ფარგლები;
  • ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობა, უფლების ძირითადი მიმართულებები, დაცულ სფეროში ჩარევა და ჩარევის კონსტიტუციურ სამართლებრივი საფუძვლები;
  • შუალედური გამოცდა;
  • ადამიანის თავისუფლების ხელშეუხებლობა, საქართველოს კონსტიტუციის 18 და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლებით დაცული სტანდარტების მიხედვით
    ა) სამართლიანი სასამართლოს უფლება;
  • რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის შედარებით ანალიზი. ინდივიდუალური და კოლექტიური რელიგიის თავისუფლება. დაცულ სფეროში ჩარევის სამართლებრივი საფუძვლები. კანონიერი და უკანონო პროზელიტიმზმი და მათი გამიჯვნა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის მიზნებისთვის;
  • პირადიცხოვრების, მიმოწერის და საცხოვრებლის ხელშეუხებლობა. დაცული სფეროს ასპექტები, უფლების შეზღუდვა და მისიკონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლება;
  • საკუთრებისუფლება; ინსტუტუტის განმარტება. კანონმდებლის შებოჭვა საკუთრების შეზღუდვის დროს. თანაზომიერების პრინციპი როგორც მატერიალური კრიტერიუმი. საკუთრების უფლების გარანტიები ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით;
  • გადაადგილების თავისუფლება პოზიტიური და ნეგატიურიკუთხით, დაცულ სფეროში ჩარევის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძვლები; 
  • შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლება;
  • ინფორმაციის და გამოხატვის თავუფლება, მისი ცნება და დაცულისფერო. პრესის და ელექტრონული მედიის თავისუფლება. საქართველოს კანონმდებლობა მასობრივი ინფორმაცის საშუალებათა შესახებ. დაცულ სფეროში ჩარევის კონსტიტუციურ სამართლებრივი საფუძვლები. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცისია 10 მუხლის შედარებითი ანალიზი; 
  • შუალედური გამოცდა;
  • შემაჯამებელი დასკვნითი ლექცია.
კურსი მოიცავს სულ 14 ლექციას, კვირაში 2 დღე ან 3 დღე (დამოკიდებულია მსმენელის მოთხოვნაზე)                           
სალექციო საათების და დღეების შეთანხმება ხორციელდება მსმენელეთა მოთხოვნის შესაბამისად.
ტრეინინგებს ჩაატარებენ მაღალკვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტები!                                                                                                                       
კურსის ბოლოს  გაიცემა 2-ენოვანი სერთიფიკატი გამოცდის საფუძველზე.                                                                            
 
მიმდინარეობს მსურველებთა რეგისტრაცია 30 აპრილამდე!
ასაკი შეუზღუდავია!
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები