GE
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის მომზადება
,,ინოვაციური ტრეინინგ ცენტრი ITC“  გთავაზობთ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსებს!
 
კურსის მიზანია მომავალ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის მომზადება, რათა მათ შეძლონ აღნიშნული გამოცდის  წარმატებით ჩაბარება. იმისათვის, რომ  გავხდეთ ადვოკატი, მოქმედი  კანონმდებლობის შესაბამისად, ერთ-ერთი სავალდებულო მოთხოვნა არის საკვალიფიკაციო გამოცდის  ჩაბარება, რაც დამწყები იურისტებისა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ამიტომაც გთავაზობთ სპეციალიზებულ კურსებს, რომელიც დაგეხმარებათ გაიიოლოთ გზა დასახული მიზნისაკენ.
 
მოსამზადებელი პროგრამა მოიცავს: როგორც თეორიულ ნაწილს ასევე პრაქტიკულ ანალიზს და მუშაობას,  კაზუსების ამოხსნას, ტესტების განხილვასა და ანალიზს. 
სპეციალიზაცია ხდება: სამოქალაქო  სამართლის, სისხლის სამართლის დარგებში და საერთო სპეციალიზაციის განხრით. შესაბამისად, მსმენელები გაივლიან შემდეგ საგნებს კანონმდებლობით დადგენილი სპეციალიზაციის მიხედვით:
 
1. სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის განხრით ბარდება შემდეგი საგნები:
  • კონსტიტუციური სამართალი: საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს კანონი საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ;საქართველოს  ორგანული კანონო საერთო სასამართლოების შესახებ.
  • ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი: ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია (დამატებითი ოქმებით);  სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი(პროტკოლი); ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი; ბავშვის უფლებათა კონვენცია; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენცია;  ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენცია.
  • ზოგადი  ადმინისტრაციული სამართალი: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
  • ადმინისტრაციული სამართლის პროცესი:ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
  • სამოქალაქო სამართალი: სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ; საქართველოს შრომის კოდექსი, საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ.
  • სამოქალაქო სამართლის პროცესი: სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
კურსის ხანგძლივობა: 85  საათი, კვირაში 3 -ჯერ ან 2-ჯერ(მსმენელებთან შეთანხმებით)
კურსის ღირებულება: 420 ლარი
 
2. სისხლის სამართლის სპეციალიზაციის განხრით ბარდება შემდეგი საგნები:
  • კონსტიტუციური სამართალი: საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს კანონი საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ; საქართველოს  ორგანული კანონო საერთო სასამართლოების შესახებ.
  • ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი: ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია (დამატებითი ოქმებით); სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი(პროტკოლი); ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი; ბავშვის უფლებათა კონვენცია; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენცია; ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენცია.
  • ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი  
  • სისხლის სამართალი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
  • სისხლის სამართლის პროცესი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
კურსის ხანგძლივობა: 75  საათი, კვირაში 3-ჯერ ან 2-ჯერ (მსმენელებთან შეთანხმებით)
კურსის ღირებულება: 420 ლარი
 
3. საერთო სპეციალიზაციის განხრით ბარდება შემდეგი საგნები:
  • კონსტიტუციური სამართალი: საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს კანონი საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ; საქართველოს ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ.
  • ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი: ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია (დამატებითი ოქმებით);სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი(პროტკოლი) ; ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო ფაქტი; ბავშვის უფლებათა კონვენცია; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენცია; ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენცია.  
  • ადმინისტრაციული სამართლის პროცესი: ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
  • სისხლის სამართალი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
  • სისხლის სამართლის პროცესი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
  • სამოქალაქო სამართალი: სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ; საქართველოს შრომის კოდექსი; საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ.
  • სამოქალაქო სამართლის პროცესი:  სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
კურსის ხანგძლივობა: 115  საათი, კვირაში 3 -ჯერ ან 2-ჯერ (მსმენელებთან შეთანხმებით)
კურსის ღირებულება: 620  ლარი
 
კურსს წარუძღვება: ნიკა ქვაცაბაია
 
იჩქარეთ, მიმდინარეობს ეტაპობრივად ჯგუფების დაკომპლექტება!
რეგისტრაცის გავლის შემდგომი ეტაპი იქნება:შეხვედრა ლექტორთან, გაეცნობით დეტალურად სასწავლო გეგმას, შეთანხმდებით სალექციო დღეებზე, საათებზე და შემდეგ დაიწყება კურსი.
 
სასწავლის საფასურს გადაიხდით ორ ნაწილად: ნახევარს გადაიხდით სწავლის დაწყების დროს, ხოლო მეორე ნახევარს დაფარავთ სწავლის დასრულებამდე.
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა ან მობრძანდეთ ტრენინგცენტრში და ადგილზე შეავსოთ განაცხადი.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები