GE
ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ფსიქოლოგიის კურსი!
ღირებულება: 55 ლარი
„ინოვაციური ტრეინინგ ცენტრი ITC“ გთავაზობთ ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ფსიქოლოგიის ექსპრეს ტრეინინგ-კურსს!
 
ინოვაციური ტრეინინგ ცენტრი ITC-სთან არსებული ფონდი ახორციელებს განახლებული პროგრამით სწავლის დაფინანსებას!
 
მიმდინარე დაფინანსების პროგრამით მსმენელს დაუფინასდება ტრეინინგ-კურსის სწავლის საფასური 300 ლარი და გადაიხდის მხოლოდ ტრეინინგ-კურსზე რეგისტრაციის საფასურს, რომელიც შეადგენს 55 ლარს!
 
რეგისტრაცია მიმდინარეობს 30 სექტემბრამდე! სწავლა დაიწყება სექტემბერში!
 
I ჯგუფი: 20 სექტემბერი
II ჯგუფი: 1-ლი ოქტომბერი
 
კურსი არ მოითხოვს რაიმე საბაზისო ცოდნას და განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერსებული მსმენელისთვის!
 
წინამდებარე სასწავლო მოდული შესაძლებლობას მისცემს  არასრულწლოვან მოზარდებთან მომუშავე სპეციალისტებს და დაინტერესებულ პირებს გაეცნონ ბავშვის/მოზარდის ფსიქოლოგიურ მახასიათებლებს და დაინახონ რა ბიო-ფსიქო-სოციალური ფაქტორები განსაზღვრავენ პრობლემურ ქცევას, ასევე როგორია  მოზარდის მე-იდენტობის ფორმირების პროცესში, განხილული იქნება მოზარდის ფსიქოსოციალური და მორალური განვითარების თავისებურებები, განვითარების  დარღვევის რამდენიმე ფორმა.
 
მსმენელებისთვის მიწოდებული ინფორმაცია დაეყრდნობა საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებულ საუკეთესო გამოცდილებას, თეორიულ მიდგომებს  და გაითვალისწინებს იმ პრობლემებს, რომლებსაც ექსპერტები აწყდებიან არასრულწლოვნებთან მუშაობისას, იქნება ეს მათთან კომუნიკაცია თუ  მათი ასაკობრივი თავისებურებების, მოთხოვნილებებისა და მოტივების სწორად აღქმა და გაზრება.
 
საკითხისადმი  ამდაგვარი - სისტემური მიდგომა საშუალებას მოგვცემს დავინახოთ  მოზარდის მიერ ჩადენილი არასასურველიქცევა, არა როგორც ერთი კონკრეტული ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან, არამედ  გავიაზროთ და დავინახოთ სრული სოციალური და ფსიქოლოგიური კონტექსტი, რაც საბოლოოდ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებაში დაგვეხმარება.

კურსის ფარგლებში განიხილება შემდეგი თემები:
 
1. ბავშვის ინტელექტუალური ასაკობრივი განვითარების თავისებურებები:
  • შემეცნებითი/ კოგნიტური განვითარების თეორიები; ჟ. პიაჟეს„ინტელექტუალური განვითარების თეორია.“
  • ჩვილი ბავშვის კოგნიტური განვითარების თავისებურებები;
  • ადრეული ბავშვობის შემეცნებითი განვითარების თეორიები;
  • შუა ბავშვობის შემეცნებითი განვითარების თავისებურებები;
  • მოზარდობის ხანის კოგნიტური განვითარების თავისებურებები.
  • ბავშვთა სხვადასხვა ასაკობრივი  კატეგორიისათვის დამახასიათებელი შემეცნებითი თავისებურებების გამოყენება სწავლა-განვითარების პროცესში.
2. ბავშვის სოციალური და ემოციური განვითარების კანონზომიერებები:
  • ემოციური და სოციალური განვითარების თავისებურებები; ე. ერიქსონის „პიროვნების განვითარების ფსიქო- სოციალური თეორია.“
  • ჩვილი ბავშვის ემოციური და სოციალური განვითარების თავისებურებები;
  • ადრეული ბავშვობის ემოციური და სოციალური განვითარების თეორიები;
  • შუა ბავშვობის ემოციური და სოციალური განვითარების თავისებურებები;
  • მოზარდობის ხანის ემოციური და სოციალური განვითარების თავისებურებები.
  • ბავშვთა სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისათვის დამახასიათებელი სოციალური და ფსიქოლოგიური/ ემოციური მახასიათებლების პრაქტიკული თვალით დანახვა და ბავშვის განვითარების პროცესში ხელშემწყობი მექანიზმების გააზრება.
3. აღზრდა და კომუნიკაცია: სოციალური გარემოს როლი ბავშვის ზრდა- განვითარების, მისი დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში:
  • სოციალური დასწავლის თეორიები; ქცევითი თეორია- ბიჰევიორიზმი.
  • პოზიტიური განმტკიცების, ნეგატიური განმტკიცების, პოზიტიური დასჯის, ნეგატიური დასჯის მექანიზმები; მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები; პრემარკის პრინციპი და მისი გამოყენების დადებითი შედეგები.
  • განმამტკიცებელი და ავერსიული სტიმულები, როგორც ხელშემწყობი ან/ და ხელის შემშლელი ბავშვის, როგორც დამოუკიდებელი და პასუხისმგებლიანი პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში;
  • ეფექტური და არაეფექტური სტრატეგიები; მათი ეფექტურობის/ არაეფექტურობის დასაბუთება.
  • სტრატეგიების პრაქტიკული გამოყენება.
  • განსხვავებული სტრატეგიების პრაქტიკაში გამოყენების პრინციპები;
  • რეკომენდაციები მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის, ბავშვთან ეფექტური მუშაობითა და კომუნიკაციით დაინტერესებული ნებისმიერი პირისათვის.
4. როგორ ვიქცევით ბავშვის თანდასწრებით?! მოზრდილი ადამიანის ქცევა, როგორც მაგალითი ბავშვის შემდგომი ქცევისათვის.
  • მოდელირებით სწავლა. ა. ბანდურას „სოციალურ- კოგნიტური თეორია“.
  • მოდელირებით სწავლის სპეციფიკა;
  • მიბაძვით სწავლის საფეხურები;
  • მიბაძვით სწავლის ფაქტორები;
  • მიბაძვა, როგორც სწავლის წამყვანი ფორმა ბავშვებისათვის.
  • პიროვნული ფაქტორები: თვითეფექტიანობა და თვითრეგულაცია.
  • თვითეფექტიანობის რაობა და მისი მნიშვნელობა სწავლა- სწავლების პროცესში;
  • თვითრეგულაცია და თვითრეგულაციის მექანიზმები.
5. მოზარდობა - გადამვალი ასაკი.
  • მოზარდობა, როგორც მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდი.
  • მოზარდობის ხანის ქრონოლოგიური ასაკის განსაზღვრა;
  • მოზარდისთვის დამახასიათებელი ცვლილებები, როგორც სირთულე თუ “ლეგიტიმური”ასაკობრივი თავისებურება?!
  • მოზარდობის ხანისთვის დამახასიათებელი ზოგადი ასაკობრივი თავისებურებები;
  • მოზარდობის ხანის სხეულებრივი/ ფიზიკური და მოტორული ცვლილებები;
  • მოზარდობის ხანის ფსიქოლოგიური თავისებურებები;
  • მოზარდობის ხანისთვის დამახასიათბელი კვებითი აშლილობები: ანორექსია, ბულიმია.
  • პიროვნული სფეროს განვითარება.
  • თვიშეფასება და თვითკონცეფცია;
  • ურთიერთსაწინაღმდეგო თავისებურებები და მათი გამოვლენის ფორმები.
კურსს წარუძღვება ფსიქოლოგი: თეონა ნუცუბიძე
     
კურსი მოიცავს 10 სალექციო საათს.
 
ლექციები ჩატარდება ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, მსმენელებთან შეთანხმების საფუძველზე!

სურვილის მიხედვით ვინც თანახმა იქნება კურსის ბოლოს გავა გამოცდაზე და აიღებს სერთიფიკატს. გაიცემა ორენოვანი ლიცენზირებული სერტფიკატი გამოცდის საფუძველზე. გამოცდაზე გასვლა და სერტიფიკატის აღება ფასიანია, ღირებულება 15 ლარი.

რეგისტრაცია შესაძლებელია ელექტრონულად (ელექტრონულ ფოსტაზე გამოაგზავნით თქვენს მონაცემებს: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი).
 
განაცხადის შევსების შემდგომ კურსზე რეგისტრაციის საფასურის (55 ლარის) ანაგრიშსწორება უნდა მოახდინოთ 30 სექტემბრამდე, რათა თქვენი განაცხადი გააქტიურდეს აღნიშნულ კურსზე.     
 
თანხის ანაგრისწორება უნდა მოახდინოთ საბანკოანგარიშზე:
  • ს.ს. „თიბისიბანკი“, ა/ა GE 50თB7841336080100003, მიმღებიშპს „ინოვაციურიტრეინინგცენტრი ITC“  
  • ს.ს. „საქართველოსბანკი“, ა/ა GE03BG0000000725061400, მიმღები: შპს „ინოვაციური ტრეინინგ ცენტრი“ 
იჩქარეთ! რაოდენობა შეზღუდულია!
კურსზე მოხვდებიან მხოლოდ ის მსმენელები, ვისაც ექნება რეგისტრაცია გავლილი წიასწარ!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები