GE
ბავშვთა ფსიქოლოგიის უფასო ექსპრეს ტრენინგ-კურსი
„ინოვაციური ტრენინგ ცენტრი ITC“ გთავაზობთ „ბავშვთა ფსიქოლოგიის“ უფასო ექსპრეს ტრენინგ-კურსს!
 
ინოვაციური ტრენინგ ცენტრ „I T C“-სთან არსებული ფონდი ახორციელებს განახლებული პროგრამით სწავლის დაფინანსებას!
 
მიმდინარე დაფინანსების პროგრამით მსმენელი ტრენინ-კურსის სწავლის საფასური 300 ლარი და გადაიხდის მხოლოდ რეგისტრაციის საფასურს 45 ლარს!
 
რეგისტრაცია მიმდინარეობს 5 ნოემბრამდე.
 
კურსი არ მოითხოვს რაიმე საბაზისო ცოდნას და განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
 
წინამდებარე სასწავლო მოდული შესაძლებლობას მისცემს არასრულწლოვან მოზარდებთან მომუშავე სპეციალისტებს და დაინტერესებულ პირებს გაეცნონ ბავშვის/მოზარდის ფსიქოლოგიურ მახასიათებლებს და დაინახონ რა ბიო-ფსიქო-სოციალური ფაქტორები განსაზღვრავენ პრობლემურ ქცევას, ასევე  როგორია  მოზარდის მე-იდენტობის ფორმირების პროცესში, განხილული იქნება მოზარდის ფსიქოსოციალური და მორალური განვითარების თავისებურებები, განვითარების  დარღვევის რამდენიმე ფორმა. მსმენელებისთვის მიწოდებული ინფორმაცია დაეყრდნობა საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებულ საუკეთესო გამოცდილებას, თეორიულ მიდგომებს და გაითვალისწინებს იმ პრობლემებს, რომლებსაც ექსპერტები აწყდებიან არასრულწლოვნებთან მუშაობისას, იქნება ეს მათთან კომუნიკაცია თუ  მათი ასაკობრივი თავისებურებების, მოთხოვნილებებისა და მოტივების სწორად აღქმა და გაზრება. 
 
საკითხისადმი ამდაგვარი - სისტემური მიდგომა საშუალებას მოგვცემს დავინახოთ მოზარდის მიერ ჩადენილი არასასურველი ქცევა, არა როგორც ერთი კონკრეტული ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან, არამედ  გავიაზროთ და დავინახოთ სრული  სოციალური და ფსიქოლოგიური კონტექსტი, რაც საბოლოოდ  ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებაში დაგვეხმარება.
 
კურსის ფარგლებში განიხილება შემდეგი თემები:
  • რა არის განვითარება? ბავშვის განვითარების თეორიები;
  • მეს კონცეფცია (მე-იდენტობა);
  • განვითარების დარღვებები;
  • დასწავლის უნარის დარღვევა;
  • ADHD – ყურადღების დეფიციტის, იმპულსული ქცევა და ჰიპერაქტივობის სინდრომი;
  • დელიკვანტური და დევიაციური ქცევა და მასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური პრობლემები;
  • ავტოაგრესია და სუიციდი ბავშვებში;
  • რა არის სტრესი, რეაქციები სტრესზე, დაცვითი მექანიზმები;
  • რა არის ტრავმა, ტრავმის გადატანის ფაზები;
  • პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, კლასიკური ტრიადა - პტსა
  • ტრავმული სტრესის თავისებურებანი ბავშვებში;
  • დეპრესია (მათი განვითარების ეტაპები);
  • ინტერპერსონალური კომუნიკაცია (ვერბალური და არავერბალური);
  • სიცრუის ინდიკატორები;
  • კონფლიქტი და მისი მართვის სტრატეგია;
  • ბავშვებთან ურთიერთობის ზოგადი პრინციპები;
  • რა არის ბავშვის მიმართ ძალადობა (ტერმინები და მათი განსაზღვრება);
  1. ფიზიკური ძალადობა;
  2. ემოციური ძალადობა;
  3. სექსუალური ზალადობა;
  4. უგულებელყოფა.
  • ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ტიპური ფიზიკური და ქცევითი გამოვლინება;
  • რა არის ფსიქოლოგიური/ემოციური ძალადობა? ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგები;
  • ემოციური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ტიპური ემოციური და ქცევითი გამოვლინებები;
  • სექსუალური ძალადობა;
  • სექსუალური ძალადობის ფიზიკური და ქცევითი ნიშნები;
  • როგორ ამოვიცნოთ უგულებელყოფილი ბავშვი, ქცევითი და ფიზიკური ნიშნები;
  • სუიციდი;
  • კონფლიქტის მართვის სტრატეგია;
  • ეფექტური კომუნიკაცია;
  • სახალისო და დიაგნოსტიკური ტესტები
კურსს წარუძღვება: ფსიქოლოგი თეა მუყმანიანი
კურსი მოიცავს 10 სალექციო საათს.
ტრენინგები ჩატარდება შაბათ-კვირას.
 
სურვილის მიხედვით ვინც თანახმა იქნება კურსის ბოლოს გავა გამოცდაზე და აიღებს სერთიფიკატს. გაიცემა ორენოვანი ლიცენზირებული სერთიფიკატი გამოცდის საფუძველზე. (გამოცდაზე გასვლა და სერთიფიკატის აღება ფასიანია, ღირებულება 15 ლარი).
 
რეგისტრაციისათვის გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
 
თქვენი სარეგისტრაციო ფორმის გასააქტიურებლად აუცილებელია რომ 5 ნოემბრამდე მოახდინოთ სარეგისტრაციო ტანხის (45 ლარი გადახდა). სარეგისტრაციო თანხის ანგარიშსწორება უნდა მოახდინოთ საბანკო ანგარიშზე: ს.ს. „თიბისი ბანკი“ , ა/ა GE 50TB7841336080100003,  მიმღები შპს „ინოვაციური ტრეინინგ ცენტრი ITC“
 
ტრენინგ ცენტრში რეგისტრაცია შესაძლებელია კვირის გარდა ყოველდღე – 13:00-დან 19:00 საათამდე.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები