GE
პრაქტიკული ბუღალტერიის ექსპრეს კურსი გრანდიოზული ფასდაკლებით
ღირებულება: 45 ლარი
ინოვაციური ტრეინინგ ცენტრი „I T C“ გთავაზობთ გრანდიოზულ ფასდაკლებას კომპანიის იუბილესთან დაკავშირებით პრაქტიკული ბუღალტერიის კურსზე, რომელიც მოიცავს: „ORIS-ის პროგრამის შესწავლას + RS.ge-ზე დეკლარაციების შევსება“         
 
მიმდინარე ფასდაკლებით 220 ლარის ნაცვლად სრულ კურსში გადაიხდით 45 ლარს.
 
ფასდაკლების პროგრამაში მოხვებიან მხოლოდ ის მსმენელები, რომლებიც რეგისტრაციას გაივლიან 1 ოქტომბრამდე.
 
პრაქტიკული  ბუღალტერიის კურსი განკუთვნილია მსმენელისთვის, რომელიც ფლობს საწყის ბაზას ბუღალტრულ აღრიცხვაში, კურსი მოიცავს: ბუღალტრული კომპიუტერული პროგრამა ORIS-ის შესწავლას და საგადასახადო აღრიცხვის სახელმწიფო სისტემა RS.ge-ზე დეკლარაციების შევსებას.
 
აღნიშნული კურსი მოიცავს: 
  • ახალი ორგანიზაციის შექმნა
  • ანგარიშთა გეგმის მომზადება, სასტარტო ნაშთები
  • ბანკების, ორგანიზაციების, თანამშრომლების დამატება
  • სასაქონლო–მატერიალური მარაგების აღრიცხვა
  • ძირითადი საშუალებები და ცვეთის დარიცხვა
  • ხელფასის დარიცხვის გატარებები, ხელფასის უწყისის მომზადება
  • ბრუნვითი უწყისი, ბალანსი, მოგება–ზარალის უწყისი
  • ყოველთვიური ბალანსის მომზადება და ყოველთვიური დეკლარაციების შევსება
  • წლის დახურვა და წლიური დეკლარაციების შევსება
სწავლება მიმდინარეობს პრაქტიკული ამოცანების საფუძველზე და ყველა გატარებას პროგრამაში მსმენელი ახორციელებს.
 
კურსი მოიცავს 9 ლექციას;
მეცადინეობა კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ.
მეცადინეობის ხანგრძლივობა 1 საათი.
სასწავლო საათების და დღეების შეთანხმება ხორციელდება მსმენელთა მოთხოვნის შესაბამისად.                                                                                                                               
 
სურვილის მიხედვით ვინც თანახმა იქნება კურსის ბოლოს გავა გამოცდაზე და აიღებს სერთიფიკატს. გაიცემა ორენოვანი ლიცენზირებული სერთიფიკატი გამოცდის საფუძველზე. (გამოცდაზე გასვლა და სერთიფიკატის აღება ფასიანია, ღირებულება 15 ლარი).
 
კურსის დაწყების თარიღი:
  1. 12 ოქტომბერი
  2. 19 ოქტომბერი
მსმენელს შეუძლია აირჩიოს რეგისტრაციის დროს მისთვის სასურველი სწავლის დაწყების თარიღი.
 
აუცილებელია წინასწარ რეგისტრაცია!
 
იჩქარეთ ადგილები შეზღუდულია!
ასაკი შეუზღუდავია!
 
მსურველებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
 
რეგისტრაციისთვის უნდა შეავსოთ ელექტრონულად განაცხადი და სარეგისტრაციო თანხის ანაგრიშსწორება უნდა მოახდინოთ საბანკო ანგარიშზე: ს.ს. „თიბისიბანკი“ , ა/ა GE 50TB7841336080100003,  მიმღები შპს „ინოვაციური ტრეინინგ ცენტრი“  ან სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ შეგიძლიათ მობრძანდეთ ტრენინგცენტრში, სალაროში გაატარონ მონაცემები და ადგილზე გადაიხადონ სწავლის საფასური. ტრენინგცენტრში რეგისტრაცია ყოველდღე, კვირის გარდა, 13:00-19:00 საათამდე.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები