GE
პროექტის მენეჯმენტის სასერტიფიკატო ტრეინინგ-კურსი
ღირებულება: 240 ლარი
„ინოვაციური ტრეინინგ ცენტრი I T C“ გთავაზობთ პროექტის მენეჯმენტის სასერტიფიკატო ტრეინინგ-კურსს!
 
კურსის თემატიკა:
პროგრამის ფარგლებში შეისწავლით პროექტის მართვის სრულ ციკლს: პროექტის პრობლემების და/ან საჭიროებების განსაზღვრას, მიზნების და ამოცანების დადგენას, საქმიანობის დაგეგმვის თავისებურებებს, პროექტის ბიუჯეტის შედგენას, ადამიანური რესურსების და გუნდის მართვას, პროექტის მონიტორინგის განხორციელების და საბოლოო შეფასების სისტემას, პრექტის განსახორციელებლად საჭირო ფონდების და ფინანსური რესურსების მოძიების გზებს. მიღებული თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები შესაძლებლობას მოგცემთ მართოთ ინდივიდუალური და ორგანიზაციული პროექტები.  აღნიშნული სასერთიფიკატო კურსი განსაზღვრულია სახელმწიფო, ბიზნეს და საზოგადოებრივი ორგანიზაციის სხვადასხვა კატეგორიის მენეჯერებისთვის, ასევე ნებისმიერი პირისთვის, ვისაც სურს აიმაღლოს კვალიფიკაცია პროექტის მართვის დარგში.
 
ტრენინგის მიზანია მონააწილეებს შორის განავითაროს პროექტების მართვისთვის საჭირო ცოდნა და უნარები, რომლის შედეგადაც მონაწილეებს შეეძლებათ პროექტების უფრო ეფექტურად მართვა.
 
სწავლების მეთოდი:
  • თეორია + პრაქტიკა;
  • დისკუსიები;
  • პრაქტიკული მაგალითების განხილვა;
  • თემატური სავარჯიშოები;
  • სიმულაციური თამაშები და ა.შ.
სწავლის ხანგრძლივობა - 24 საათი;

პროექტის მენეჯმენტის კონცებცია:
  • პროექტის მისიისა და მიზნების განსაზღვრა
  • პროექტის ჩარჩო
  • პროექტის მენეჯმენტის ციკლი და ფაზები
  • დამოკიდებულება დროის, დანახარჯის და სამუშაოების მოცულობას შორის
  • პროექტის მენეჯმენტის სისტემა
  • პროექტის მართვის მოდელი
პრობლემის განსაზღვრა:
  • პრობლემის მიზეზები, გამოვლინებები და შედეგები
  • პრობლემის მიზეზების და საჭიროებების დადგენა
  • გრძელვადიანი და მოკლევადიანი შედეგები
  • პრობლემის მოგვარების რაციონალური მეთოდი
  • რაციონალური მეთოდის საფეხურები
პროექტის მენეჯმენტის პროცესი და სტრატეგია:
  • პროექტის სტრატეგიის ჩამოყალიბება და დაგეგმვის პროცესი
  • სტრატეგიის შემუშავების მოდელი
  • პროექტის გეგმის შემუშავება და პროექტის მომხმარებელთა საჭიროებების განსაზღვრა
  • პროექტის შესრულების და კონტროლის პროცესი
  • პროექტის ჩარჩოს შედგენა
  • პროექტის მიზნები, ამოცანები
  • საქმიანობები. თანმიმდევრობა, ინდიკატორები, დაშვებები
  • პროექტის ლოგფრეიმი
  • ლოგფრეიმის აუცილებლობა პროექტის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით
  • სტრატეგიული დაგეგმვის პრინციპები
დაგეგმვა:
  • საქმიანობების დალაგება
  • თანმიმდევრობით და პარალელურად
  • სამუშაოს დაყოფის სტრუქტურის მეთოდი
  • პროექტის სქემატური გეგმის შედგენა
  • პროექტის განხორციელების სქემის შედგენა
პროექტის დროის მენეჯმენტი:
  • პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განსაზღვრა
  • შესასრულებელი სამუშაოების თანმიმდევრობის განსაზღვრა
  • სამუშაოების ხანგრძლივობის შეფასება
  • შესასრულებელი საქმიანობების გრაფიკის განსაზღვრა და მისი კონტროლი
ფინანსები - პროექტის ფინანსები:
  • ბიუჯეტი
  • ფინანსური გეგმა
  • პროექტის შემოსავლები და ხარჯები
  • ბიუჯეტის შედგენა
  • პროექტის მენეჯერებისთვის გათვლების გაკეთება
  • პროექტის კონტროლი
  • პროექტის მსვლელობის კონტროლი და შეფასება
  • რა განაპირობებს პროექტის წარმატებას და წარუმატებლობას
  • როდის უნდა ჩატარდეს მონიტორინგი და შეფასება
  • მონიტორინგის ჩატარებისას აღმოჩენილი დარღვევების აღმოფხვრა
  • ანგარიშგება
  • ხარისხის მენეჯმენტი
პროექტის ადამიანური რესურსების მართვა:
  • სტრუქტურის განსაზღვრა და ფუნქციათა გადანაწილება
  • საკადრო პოლიტიკა
  • კვალიფიკაცია და უნარები
  • გუნდის შექმნა და ჩამოყალიბების საფეხურები
  • გუნდის მიზანი
  • გუნდის წევრების როლები, ფუნქციები
  • კოორდინაცია გუნდის წევრებს შორის
პროექტის რისკების მართვა:
  • რისკის არსი, სახეები
  • რისკის შეფასება
  • კრიტიკული გზის მეთოდი PERT ანალიზი
  • SWOT  - ის დანიშნულება
  • SWOT ანალიზი და პროექტი
  • სათადარიგო გეგმა
ეფექტური კომუნიკაცია:
  • ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობა ნებისმიერი პროექტის წარმატებისათვის
  • აქტიური მოსმენა
  • კომუნიკაციის სახეობები და მათი გამოყენება
  • მისკომუნიკაციის მიზეზები და მათი აღმოფხვრა
გადაწყვეტილების მიღება და პრობლემის გადაწყვეტა:
  • დილემა
  • ინდივიდუალური და გუნდური გადაწყვეტილება
  • გადაწყვეტილებების ბუნება
  • კონსესუსის მიღწევა
  • შემოქმედებითი აზროვნება გადაწყვეტილების მიღების დროს
საპროექტო განაცხადის შედგენა და ფონდების მოზიდვა:
  • როგორ მოვიპოვოთ გრანტი
  • საპროექტო წინადადების შედგენა
  • დონორის მოთხოვნების გათვალისწინება
  • პროექტის შემადგენელი ნაწილები
კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს 30 აპრილამდე!
სწავლის ხანგრძლივობა - 24 საათი
სწავლის საფასური - 240 ლარი

რეგისტრაცია შესაძლებელია ელექტრონულად.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები