GE
ბიზნესფსიქოლოგიური ტრენინგები
მრავალპროფილიანი სასწავლო ცენტრი ”ინტელექტ ცენტრი” გთავაზობთ უახლეს ტრენინგ-კურსებს ბიზნესისა და წარმატების მიღწევის  ფსიქოლოგიაში!
 
ტრენერი: ნოდარ სარჯველაძე - ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საერთაშორისო ტრენერი და ექსპერტი.

ტრენინგები გათვალისწინებულია როგორც კორპორატიული მომხმარებლისთვის, ისე ფიზიკური პირებისთვის.
 
ტრენინგები ინტერაქციული და გამოცდილებითი სწავლების მეთოდებს ეფუძვნებას. იგი პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება/განმტკიცებაზე მიმართულ სავარჯიშოებს, ტექნიკებსა და საქმიან თამაშებს   შეიცავს, მასში ინდივიდუალურ და გუნდური  სავარჯიშოები ერთმანეთს ავსებენ, ხოლო თეორიული მასალა ერწყმის მონაწილეთა ინტერაქციულ პროცესს.
 
ტრენინგის მოდულებია:
 
1. წარმატებული ბიზნესმენის პიროვნული თვისებები და წარმატებული აზროვნების ინსტრუმენტები
                           
ტრენინგის მიზანი: ტრენინგის მონაწილენი შეიმუშავებენ იმ პიროვნული თვისებებს, რომლებიც განაპირობებენ წარმატებულ ბიზნესმენად  შედგომას და შეიმუშავებენ წარმატებული სააზროვნო ინსტრუმენტების გამოყენების უნარ–ჩვევებს.
 
ცნობილია ჰარვარდელი დ.მაკ–კლელანდის კვლევები იმ 10 პიროვნული თვისების ბირთვის  შესახებ, რაც სრულიად სრულიად  აუცილებელია ბიზნესმენს ახასიათებდეს. თუ რომელიმე მათგანი  სუსტად არის წარმოდგენილი ან მასში „ჩავარდნაა“, ფიასკო გარდაუვალია. ეს თვისებები გამომუშავებადია. ასევე ათვისებადია ეფექტური  ბიზნეს–აზროვნების ისტრუმენტები.
 
ტრენინგი განკუთვნილია: დამწყები და მოქმედი მენეჯერებისთვის, ვინც მოტივირებულია გამოიწვიოს სასიკეთო ცვლილებები საკუთარ პიროვნებაში, საქმიანობასა და ბიზნეს ხედვებში.
 
ტრენინგის შედეგად დამწყები და მოქმედი მენეჯერები შეიმუშავებენ ნათელ წარმოდგენას თუ რა ტიპის გარდაქმნები უნდა შეიტანონ საკუთარ პიროვნებასა და სააზროვნო უნარ–ჩვევებში, რათა გაზარდონ ბიზნეს–აქტივობების ეფექტურობა; ჩამოიყალიბებენ ეფექტიანი მართვისთვის აუცილებელ უნარებს; დახვეწენ მისაღწევი შედეგის ხედვას; გაიძლიერებენ საკუთარ ძალებში რწმენას და გახდებიან საკუთარი ცხოვრების „რეჟისორები“.
 
კურსის ხანგრძლივობა 12 სთ;
კურსის ღირებულება ერთი მონაწილისთვის: 250 ლარი.
 
2. მიზანდასახულობა, ბიზნეს–წარმატების თვითდაპროგრამირება და თვითმართვის უნარები

ტრენინგის მიზანი: ტრენინგის მონაწილენი დაეუფლებიან თვითპროგრამირების, თვითმართვისა და მიზანდასახულობის უნარ–ჩვევებს.
 
ტრენინგი განკუთვნილია: დამწყები და მოქმედი მენეჯერებისთვის, ვისაც მიზანდასახულობის დეფიციტი აქვს და ცხოვრების ტალღებზე პასიურადაა მინდობილი, ახასიათებს გარე–განპირობებულობა, დაპროგრამირებულია გარემოს, საზოგადოებრივი აზრის ან  აღმზრდელობითი გარემოცვის სტერეოტიპებით და თვითმართვის  მწირი გამოცდილებით ხასიათდებიან.  ეს მათ ხელს უშლით საკუთარი ძალისხმევით განახორციელონ გარღვევა თავიანთ ცხოვრებასა და ბიზნესში, არა არიან თვითკმარნი, სხვისი დახმარების მიღების ან ხელშემწყობი პირობების მოლოდინის რეჟიმში ცხოვრობენ და საკუთარ ძალებში რწმენის  დეფიციტს განიცდიან.
 
ტრენინგის შედეგად დამწყები და მოქმედი მენეჯერები აითვისებენ მიზანდასახულობის ზრდის, თვით–პროგრამირებისა და თვითმართვის ტექნიკებს, ხოლო მათი რეგულარული გამოყენებით გააფართოებენ ეფექტური და თავის თავში მყარად დაფუძვნებული ბიზნეს–აქტივობების აუცილებელ უნარ–ჩვევებს.
 
კურსის ხანგრძლივობა 12 სთ;
კურსის ღირებულება ერთი მონაწილისთვის: 250 ლარი.
 
3. ბიზნესი, ემოციების თვითმართვა და ადამიანებთან ეფექტური ურთიერთობების ხელოვნება
 
მიზანი: ტრენინგის მონაწილენი დაეუფლებიან ადამიანებთან ურთიერთობისა და ამ ურთიერთობათა მართვის, აგრეთვე ემოციური თვითმართვის უნარებს.
ტრენინგი განკუთვნილია: დამწყები და მოქმედი მენეჯერებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან ემოციური თვითმართვის უნარების შემუშავებასა და პიროვნებათაშორისი ურთიერთობების ან ეფექტური კომუნიკაციის ჩვევების დაუფლებაში. 
 
ტრენინგის შედეგად დამწყები და მოქმედი მენეჯერები დახვეწენ ნეგატიური ემოციების სათანადო მართვა–ტრასფორმირებისა და პოზიტიური ემოციების კულტივირება–გენერირების უნარ–ჩვევებს, დახელოვნდებიან თანამშრომელთა პოზიტიური მოტივირებასა და ურთიერთობათა ატმოსფეროს გაუმჯობესებაში, კონფლიქტებისა და პრობლემური ურთიერთობების რეგულირებაში.
 
კურსის ხანგრძლივობა 12 სთ;
კურსის ღირებულება ერთი მონაწილისთვის: 250 ლარი.
 
4. ნეირო–ლინგვისტური მოდელირება (NLP) და ბიზნეს-წარმატება
 
ტრენინგის მიზანი: ტრენინგის მონაწილენი აითვისებენ იმ ტექნიკებს, რომლებიც შემუშავებულია NLP-ს მიერ შემდეგ სფეროებში: 
  • პრობლემათა გადაწყვეტის უნარ–ჩვევები;
  • მოლაპარაკებების ხელოვნება;
  • წარმატებული იმიჯის მოპოვება;
  • გაყიდვების მართვა და ეფექტური მომსახურება;
  • კრიზისული სიტუაციების უტილიზაცია და მათი წარმატებაში ტრანსფორმირება.
ტრენინგი განკუთვნილია: იმ დამწყები ან მოქმედი მენეჯერებისთვის,  ვინც ნაცვლად პრობლემებისაგან თავის არიდებისა ან მათი დაგროვებისა ცდილობს პრობლემის რეალურად გადაწყვეტას, ვისაც სურს დახვეწოს მოლაპარაკების ხერხები და მეთოდები, ვისთვისაც დადებითი იმიჯის მოპოვება/განმტკიცება არსებითი ამოცანაა, ვინაც ეძებს გაყიდვებისა და სერვისის გაუმჯობესების გზებს, ვინც დაინტერესებულია კრიზისი გადააქციოს განვითარებისა და წარმატების წყაროდ.
 
ტრენინგის შედეგად დამწყები და მოქმედი მენეჯერები აღიჭურვებიან სასარგებლო და აუცილებელი უნარ–ჩვევებით კრიზისების მართვის, პრობლემათა გადაწყვეტის, ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების, იმიჯის ამაღლების, გაყიდვებისა და სერვისის ხარისხის გაუმჯობესების სფეროებში.

კურსის ხანგრძლივობა 12 სთ;
კურსის ღირებულება ერთი მონაწილისთვის: 250 ლარი.
 
 "ინტელექტ ცენტრი" კოპრორატიულ და ფიზიკურ პირებს გთავაზობთ სასერთიფიკატო ტრენინგ-კურსების ჩატარებას, როგორც ჩვენს სასწავლო ცენტრში, ისე თქვენთან ოფისში, ასევე შაბათ-კვირის ექსპრეს ტრენინგებს სასტუმრო ”რანჩოს” (ლისის ტბასთან ახლოს, ულამაზეს ზღაპრულ ბუნებაში) სატრენინგო აუდიტორიაში!
 
ხანგრძლივი და დამღლელი ტრენინგების შემდეგ მსმენელებს შეუძლიათ რანჩოს ეზოსა და მის მახლობლად მდებარე ტყეში, როგორც ფეხით, ისე ცხენით გაისეირნონ. გარდა ამისა, მათ ასევე ვთავაზობთ სხვადასხვა სახის გართობას და დასვენებას: პოკერი, ბილიარდი, საღამოს ”ბარბიქიუ” კარაოკე და ცეცხლოვანი ლათინო-ამერიკული ცეკვები ”მაესტორო მორისთან” ერთად! ამავე დროს შესაძლებელია ”მაესტრო მორისმა” მსურველებს მცირე მასტერკლასი ჩაუტაროს და სპეციალური კონკურსი მოაწყოს. გამარჯვებულ მონაწილეებს კი ელით სიურპრიზი!
 
ისწავლეთ გამორჩეულ სასწავლო ცენტრში და დაისვენეთ  სასტუმრო ”რანჩოს” ზღაპრულ გარემოში!

მიიღეთ განსაკუთრებული შეთავაზება გამორჩეული სასწვლო ცენტრისგან!

”ინტელექტ ცენტრში” მიღებული ცოდნით და კვალიფიკაციის ამაღლებით, ჩვენი კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ მუშაობას სხვადახვა სფეროში.

გახსოვდეთ, დიდი წარმატება სწორი არჩევანით იწყება!

„ინტელექტ ცენტრში“ ყველა პირობაა შექმნილი თქვენთვის ხარისხიანი ცოდნის მისაღებად!

 ”ინტელექტ ცენტრი” - 15 წელი თქვენს სამსახურში!   

იხილეთ ჩვენ მიერ ჩატარებული ექსპრეს ტრენინგები სასტუმრო რანჩოზე ცენტრის ფეისბუქზე

P.S. სასტუმრო რანჩოს ზღაპრულ ბუნებასა და გარემოშია გადაღებული ქართული ფილმი: ”ანო და ვანო”

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები