GE
ფინანსური, ეფექტური და პრაქტიკული მენეჯმენტის კურსები
მრავალპროფილიანი სასწავლო ცენტრი - "ინტელექტ ცენტრი" აცხადებს მსმენელთა მიღებას ტრენინგ-კურსებზე:
  1. ფინანსური მენეჯმენტი
  2. ეფექტური მენეჯმენტი
  3. პრაქტიკული მენეჯმენტი
კურსები გათვლილია; როგორც კორპორატიული, ისე ფიზიკური პირებისთვის!
 
ტრენინგ-კურსებს უძღვება: გიორგი ჭავჭავაძე - ფინანსისტი, მენეჯმენტის სპეციალისტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა გაეროს პროგრამის FAO ფინანსების ექსპერტად, იბერია ბიზნეს ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორად. საერთო ჯამში 25 წლიანი გამოცდილებით ბიზნესის სფეროში. ასევე აქვს ლექტორად მუშაობის 17 წლიანი გამოცდილება. კითხულობდა  სხვადასხვა დროს ლექციებს GIPA-ში, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში!

1. ფინანსური მენეჯმენტი

პროგრამა განკუთვნილია: ფინანსური მართვის საკითხებით დაინტერესებულ პირებისთვის, მოქმედი მენეჯერებისთვის, ფინანსისტებისა და მთავარი ბუღალტრებისთვის.

პროგრამის მიზანი: მსმენელები უნდა გაერკვნენ ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვის ძირითად პრინციპებსა და ელემენტებში, განასხვავონ და გაანალიზონ საბალანსო ანგარიშგება, მოგება-ზარალის ანგარიშგება, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება, ბიუჯეტი.
შეეძლოთ კავშირების დანახვა საბალანსო ანგარიშგებას, მოგება ზარალის ანგარიშგებასა და ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებას შორის.
მსმენელებმა შეძლონ ფიქსირებული და ცვლადი ხარჯების იდენტიფიცირება. ნულოვანი მოგების ანალიზის ჩატარება, თვითღირებულების დადგენა, ფულის დროში ღირებულების დადგენა, კონტრიბუციული ფორმატის მოგება-ზარალის ანგარიშის შედგენა.

სასწავლო კურსის ფორმატი:
  • ინტერაქტიული ლექცია - პრაქტიკული - ინდივიდუალური, გუნდური მუშაობა
  • ქეისი (სიტუაციის ანალიზი) - გუნდური მუშაობა
  • დავალება - ინდივიდუალური მუშაობა
  • გამოცდა - გუნდური პრეზენტაცია
სასწავლო კურსის შინაარსი:
  • ფინანსური ტერმინების განმარტებანი
  • საქმიანობის დაწყებისას საჭირო ფინანსური გათვლები, მოთხოვნა ინვესტიციებზე
  • წაუგებლობის წერტილის გამოთვლა
  • თვითღირებულების გამოთვლა და მისი ანალიზი
  • ფასწარმოქმნა
  • ნაღდი ფულის მოძრაობის უწყისი
  • რენტაბელობის განსაზღვრა
  • მოგება-ზარალის ანგარიში
  • ფინანსური ბალანსი
  • შემოსავლებისა და დანახარჯების სტრუქტურა,
  • დისკონტირება, მომგებიანობის შინაგანი ნორმა, მომგებიანობის ინდექსი
  • ფინანსური ანალიზი, მისი გავლენა და მათი გამოყენება მენეჯერული გადაწყვეტილებებისას
შეფასება:
პრაქტიკული - 30%
პრეზენტაცია გამოცდა - 70%
საბოლოო შეფასება - 100%

სწავლის შედეგები:
კურსის გავლის შემდგომ მსმენელმა უნდა შეძლოს:
  • ძირითადი ფინანსური ანგარიშგების მომზადება და ანალიზი
  • BEEP და CVP ანალიზის განხორციელება
  • კონტრიბუციული ფორმატის მოგება-ზარალის ანგარიშის გაკეთება

    ტრენინგის ხანგრძლივობა: 12 – 1.30 წთ. ლექცია კვირაში 3 -ჯერ
    კურსის ღირებულება: 450 ლარი ჯგუფში ერთი მსმენელისთვის
2. ეფექტური მენეჯმენტი

ტრენინგის მიზანი: პროფესიული ზრდა, მოტივაცია, ეფექტური მეთოდების გამოყენება
თემები:
  • სტრატეგიული რუქა და მათი პრაქტიკული გამოყენება
  • მიზანი
  • დაგეგმვა
  • ორგანიზაციული სტრუქტურები და კოორდინაცია
  • მოტივაციის მოდელები
  • კადრების მართვა
  • ეფექტური კონტროლი
კურსდამთავრებულის უპირატესობანი: პროფესიული ზრდა და ეფექტური მართვა.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 12 – 1.30 წთ. ლექცია კვირაში 3 -ჯერ
კურსის ღირებულება: 450 ლარი ჯგუფში ერთი მსმენელისთვის

3. პრაქტიკული მენეჯმენტი

პროგრამის მიზანია: განუვითაროთ მსმენელებს მენეჯერული უნარები და პოტენციალი, რომლითაც განახორციელებენ ბიზნესის წარმატებულად მართვას. მიიღონ პრაქტიკული, ცოცხალი ბიზნესის მაგალითების და სხვადასხვა სიტუაციური ამოცანების განხილვაზე დაფუძნებული ცოდნა, მოქმედი სპეციალისტების მიერ, დაგროვილი გამოცდილების მათთვის გაზიარებით, გაანალიზონ სხვადასხვა მოქმედ ბიზნესში, როგორც მიღწეული წარმატებების, ასევე დაშვებული შეცდმების გამომწვევი ფაქტორები, ჩაწვდნენ მენეჯერის ამოცანებს, გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები და მახდინონ პრაქტიკაში მისი რეალიზება.

პროგრამის თემატიკა:
ინტერაქტიული ლექციები და პრაქტიკული მეცადინეობები:
  • მენეჯმენტის არსი და თანამედროვე მიდგომები
  • მართვის პრინციპები და ამოცანები
  • მიზანი და მიზნის განსაზღვრა
  • სტრატეგიული და ოპერატიული გეგმის შემუშავება
  • ორგანიზაციული მოწყობის ფორმები
  • კომპანიის განვითარების სტადიები
  • კოორდინაცია – როგორც პროცესების, ასევე ადამიანების
  • ფუნქციონალური მოვალეობები და დანიშნულებები
  • მოტივაცია – სულიერი ენერგიის მართვა
  • მოტივატორები და მათი მოდელირება,
  • კადრები – დანიშვნის ამოცანა, კადრების შერჩევა;
  • საკვალიფიკაციო მატრიცა, კადრების განვითარება
  • კონტროლი – თვითკონტროლი, ურთიერთკონტროლი, სისტემური კონტროლი, თემატიკების მიხედვით პრაქტიკულ მეცადინეობებზე ქართული და უცხოური ბიზნეს ქეისების განხილვა
პროგრამის ხანგრძლივობა: 8/2 სთ-იანი ლექცია
პროგრამის საფასური: ჯგუფში – 400 ლარი 
  
აღნიშნული ტრენინგ-კურსების დასრულების შემდეგ ჩატარდება ტესტირება და გაიცემა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) შესაბამისი დონის სერტიფიკატი!

"ინტელექტ ცენტრი" კოპრორატიულ და ფიზიკურ პირებს გთავაზობთ სასერთიფიკატო ტრენინგ-კურსების ჩატარებას, როგორც ჩვენს სასწავლო ცენტრში, ისე თქვენთან ოფისში, ასევე შაბათ-კვირის ექსპრეს ტრენინგებს სასტუმრო ”რანჩოს” (ლისის ტბასთან ახლოს, ულამაზეს ზღაპრულ ბუნებაში) სატრენინგო აუდიტორიაში!
 
ხანგრძლივი და დამღლელი ტრენინგების შემდეგ მსმენელებს შეუძლიათ რანჩოს ეზოსა და მის მახლობლად მდებარე ტყეში, როგორც ფეხით, ისე ცხენით გაისეირნონ. გარდა ამისა, მათ ასევე ვთავაზობთ სხვადასხვა სახის გართობას და დასვენებას: პოკერი, ბილიარდი, საღამოს ”ბარბიქიუ” კარაოკე და ცეცხლოვანი ლათინო-ამერიკული ცეკვები ”მაესტორო მორისთან” ერთად! ამავე დროს შესაძლებელია ”მაესტრო მორისმა” მსურველებს მცირე მასტერკლასი ჩაუტაროს და სპეციალური კონკურსი მოაწყოს. გამარჯვებულ მონაწილეებს კი ელით სიურპრიზი!
 
ისწავლეთ გამორჩეულ სასწავლო ცენტრში და დაისვენეთ  სასტუმრო ”რანჩოს” ზღაპრულ გარემოში!
მიიღეთ განსაკუთრებული შეთავაზება გამორჩეული სასწვლო ცენტრისგან!

”ინტელექტ ცენტრში” მიღებული ცოდნით და კვალიფიკაციის ამაღლებით, ჩვენი კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ მუშაობას სხვადახვა სფეროში.

გახსოვდეთ, დიდი წარმატება სწორი არჩევანით იწყება!

„ინტელექტ ცენტრში“ ყველა პირობაა შექმნილი თქვენთვის ხარისხიანი ცოდნის მისაღებად!
”ინტელექტ ცენტრი” - 15 წელი თქვენს სამსახურში!   

იხილეთ ჩვენს მიერ ჩატარებული ექსპრეს ტრენინგები სასტუმრო რანჩოზე ცენტრის ფეისბუქზე

P.S. სასტუმრო რანჩოს ზღაპრულ ბუნებასა და გარემოშია გადაღებული ქართული ფილმი: ”ანო და ვანო”

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები