GE
გაყიდვების მენეჯერების მომზადება და სატელეფონო გაყიდვები
1. გაყიდვების მენეჯერების მომზადება
 
ტრენინგი + სტაჟირება + გარანტირებული დასაქმება + წარმატებული კარიერა!
 
„ინტელექტ ცენტრი“ აცხადებს მსმენელთა მიღებას „პირდაპირი გაყიდვების სპეციალისტის მომზადების“ სერტიფიცირებულ ტრენინგზე.
 
ტრენინგის პროგრამა მომზადებულია „ჰარვარდის ბიზნეს-სკოლის“ კომერციის სპეციალიზირებული კურსის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს:
  • ბაზრის კონიუქტურის მარკეტინგულ ანალიზს;
  • სატელეფონო გაყიდვების სპეციფიკას;
  • პირდაპირი SPIN-გაყიდვების ტექნიკას;
ტესტირების გავლის შემდგომ ეტაპს წარმოადგენს ერთ-თვიანი სტაჟირება „ინტელექტ-ცენტრის“ და მისი პარტნიორი კომპანიების გაყიდვების სამსახურებში.
 
ჩვენი ცენტრის მიერ შემოთავაზებული ახალი პროგრამა მოკლე დროში თითოეული მსმენელის მაქსიმალურად ეფექტურ მომზადება-გადამზადებას უზრუნველყოფს.
 
ყველა მსმენელს საშუალება ექნება საკუთარი ცოდნა და მომზადების დონე პრაქტიკული დავალებების დროს უშუალოდ თავად გამოსცადოს და დამოუკიდებლად შეაფასოს.
 
სათანადო ცოდნა-გამოცდილების მიღების და წარმატებული შედეგების შემდგომ ყველა მსმენელთან შესაბამისი ინდივიდუალური ხელშეკრულება გაფორმდება და მის დასაქმებას „ინტელექტ ცენტრი“ უზრუნველყოფს.
 
დამატებით კიდევ ერთი შანსი და საჩუქარი! ყველა იმ დანარჩენ მსმენელს, ვინც ტესტირებით გათვალისწინებული ქულების რაოდენობას ვერ მოაგროვებს - სპეციალური „ექსპრეს-კურსის“ და სტაჟირების უფასოდ გავლის მეშვეობით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობის მაღალ დონეზე შესწავლის შესაძლებლობა ხელმეორედ მიეცემათ!
 
ტრენინგის მოცულობა - 16 საათი
ტრენინგში მონაწილეობის ღირებულება ერთი მსმენელისთვის - 280 ლარი.
 
2. სატელეფონო ეფექტური მომსახურეობა და სატელეფონო გაყიდვები
 
სატელეფონო გაყიდვების სპეციალისტის მომზადების კურსი

კურსის პროგრამა:
  • სატელეფონო გაყიდვების სპეციფიკა. “ცივი” ზარები;
  • სატელეფონო გაყიდვების ეტაპები;
  • სატელეფონო გაყიდვების “10+10” წესი;
  • სატელეფონო გაყიდვების პროცესში დაშვებული 21 შეცდომა;
  • პირდაპირი გაყიდვების ტაქტიკა და ტექნიკა;
  • პროდუქტის პოზიციონირების მეთოდები;
  • მოლაპარაკების განხორციელების წესები და ეტაპები;
  • შეკითხვების ფორმები და მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
  • წინააღმდეგობების გადალახვა. “აიკიდო”–ს მეთოდი;
  • PARETTO-ს პრინციპის გამოყენება;
  • გარიგების დადება და მისი “დახურვის” წესი;
  • პრაქტიკული სიტუაციური ქეისები.
(ვირტუალური სადაზღვევო პროდუქტის მოდელირება და გაყიდვის ეტაპები)
კურსის პროგრამა ორიენტირებულია Call-ოპერატორების სამუშაო სპეციფიკაზე!

კურსის მოცულობა - 12 საათი
კურსის ღირებულება ერთი მსმენელისთვის - 240 ლარი.
გახსოვდეს დიდი წარმატება სწორი არჩევანით იწყება!
 
რეგისტრაციისათვის გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები