GE
ხანდაზმულებისთვის კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელი ტრენინგი - “ბებო და ბაბუ ონლაინ”
“ახალი ტექნოლოგია - 2009” ინტერნიუსთან ერთად ხანდაზმულ მოქალაქეებს (ასაკი 55+) იწვევს ტრენინგებზე “ბებო და ბაბუ ონლაინ”. 
 
ტრენინგის მიზანია კომპიუტერული უნარების ათვისება და კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართ დამოკიდებულების შეცვლა. ტრენინგები ჩატარდება ზუგდიდში, ბაღდათში, ხარაგაულში, გორში, ჭოპორტსა და რუსთავში.

ტრეინინგ კურსის დამთავრების შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ: კომპიუტერი გამოყენებას საკუთარი საჭიროებებისთვის,ინტერნეტში ახალი ინფორმაციის მოძიებას და კომუნიკაციის ინსტრუმენტების გამოყენებას (Skype, Viber); სოციალური ქსელების (Facebook), ასევე სხვადასხვა სახელმწიფო და კომერციული ონლაინ სერვისის გამოყენებას (მაგ: ინტერნეტ -განცხადებები და ყიდვა-გაყიდვები).

ტრეინინგი ბაღდათში ჩატარდება: 10, 11, 12, 22, 23, 24, 25 მაისი 2017 წ. 9:00-13:00 სთ.
ბაღდათის ცენტრალური ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრში, ტელ: 598 84 68 42. 
მისამართი: რუსთაველის 68

ტრეინინგი გორში ჩატარდება: 1-5, 10, 11 ივნისი 2017 წ. 10:00-14:00 სთ.
გორის ინოვაციების ცენტრში

ტრეინინგი ხარაგაულში ჩატარდება: 3-7, 15, 16 ივლისი 2017 წ. 10:00-14:00 სთ.
ხარაგაულის ინოვაციების ცენტრში

ტრეინინგი რუსთავში ჩატარდება: 4-8, 15, 16 სექტემბერი, 10:00-14:00 სთ.
სასწავლო უნივერსიტეტი ”რვალი”, დუმბაძეს ქ. 8

ტრეინინგი ჭოპორტში ჩატარდება: 11-15, 29, 30 სექტემბერი 10:00-14:00 სთ.
ჭოპორტის ინოვაციების ცენტრში

ტრენინგები ტარდება პროექტის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში“ ფარგლებში, რომელსაც ინტერნიუსი-საქართველო ახორციელებს პარტნიოერბთან ერთად და აშშ-ის მთავრობის დაფინანსებით. პროექტის მიზანია: ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა დამოუკიდებელი მედიის გაძლიერებით და საზოგადოებისთვის სასარგებლო, ღია კომუნიკაციის ხელშეწყობით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ტრენერს, ლილი კაცაძეს ნონმერზე: 577 14 47 15, ან ასისტენტს, ხათუნა აბულაძეს - 599 10 24 21 ან გაიარეთ რეგისტრაცია.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები