GE
Fashion Marketing-ის კურსი
ღირებულება: 448 ლარი
კურსის მიზანია მოდის, აქსესუარებისა და ტექსტილით ვაჭრობისა თუ წარმოების სექტორს შესთავაზოს კარგად დახელოვნებული საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერები, ბრენდ მენეჯერები, სავაჭრო წარმომადგენლები, მარკეტერები და ბიზნესის განვითარების სპეციალისტები
 
ტრენერის შესახებ:
ოთარ ქირია Sabah Group Georgia-ს გენერალური მენეჯერია. თუმცა ის ფართო საზოგადოებისთვის რუსთავი 2-ის დილის ეთერიდან არის ცნობილი. ტელე-წამყვანობასთან ერთად ოთარ ქირიას აქვს კურსები, ტრენინგ ცენტრებსა და უნივერსიტეტებში. მისი თემატიკა ძირითადად მარკეტინგის სფეროს მოიცავს. ტრენერი მარკეტინგული დაგეგმვის კურსთან ერთად კითხულობს Fashion Marketing-ის სალექციო კურსს.
 
კურსის თემატიკა:
  • მარკეტინგი და მისი იმპლიკაციები.  
  • ბრენდინგი და სტანდარტები
  • პერცეპტული რუკა და სტარტი
  • დიორის ლექსიკონი
  • გლობალური ბაზარი და ქსელი
  • ქსელური სტრატეგია და სტრუქტურები
  • ბაინგი და მერჩენდაიზინგი
  • მომხმარებლის სეგმენტაცია და კომპლექსურობა
  • ბრენდის ინტერნაციონალიზაცია
  • სავაჭრო ნიშნის მარკეტინგი მოდის ინდუსტრიაში
  • კონკურენცია და ლექს კომპანიების მარკ. სტრატეგიები
  • ბუტიკის და მაღაზიის გარემო
  • მომხმარებელი, მათი ეგო და მარკ. ინსტრუმენტები
  • სავაჭრო ნიშნის სასურველი და აღქმული იდენტურობა
  • ,,High Street’’-ები ვებ სივრცეში
  • ლუქს ბრენდები და ფლაგმანური ლოკაციები
  • ტენდენცია და მისი გაყიდვა
  • მოდის ინდუსტრიის სისტემა
  • მოდის კრიტიკა და მედია
  • გასვლითი სემინარი - high street - თბილისი 
  • გასვლითი სემინარი მერჩენდაიზინგი Mothercare თბილისი
ვისთვის არის განკუთვნილი?!
კურსი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა იმ პერსონებისთვის ვინც ჩართულია მოდის პროდუქციის, ტექსტილისა და აქსესუარების წარმოების, ვაჭრობის, ფრენჩაიზისა თუ ბრენდინგის პროცესში.
 
ტრენინგის ფორმატი: თეორიული სწავლება, პრაქტიკუმი, საპრეზენტაციო მასალები, ქეისები და დამატებით თეორიული მასალა, ტესტირება. KSA სტრუქტურაზე აგებული შემეცნებით - პრაქტიკული პროგრამის კურსი.
 
ხანგრძლივობა: 72 საათი
ტრენინგი დღეები - სამშაბათი; ხუთშაბათი; შაბათი
ტრენინგის ღირებულება: 1 თვე 448 ლარი (სულ 895 ლარი)
სტუდენტები ისარგებლებენ 15%-იანი ფასდაკლებით.
კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 მაისი
 
ყოველ მსმენელს გადაეცემა ორენოვანი სერტიფიკატი, ჰენდაუთი და დამატებითი ინფორმაცია საჭირო ლიტერატურაზე. ასევე მსმენელი მიიღებს სტაჟირების შანსს საქართველოში მოქმედ უცხოურ მონო და მულტი ბრენდ ოპერატორებთან ან მეწარმეებთან. წარმატებული მსმენელები მიიღებენ რეკომენდაციას და დასაქმებაში ხელშეწყობას ექსკლუზიური ხაზებისა და კავშირების გამოყენებით
 
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები