GE
შრომის და სახანძრო უსაფრთხოების დაცვის ტრენინგები
ღირებულება: 110 ლარი
ორგანიზაციის მენეჯერებმა კარგად იციან თუ რამდენი გაუთვალისწინებელი მოულოდნელობა შეიძლება მოხდეს სამუშაო ადგილზე. ამ ყველაფრისგან საუკეთესო დაცვა კი მომზადებული და კარგად გაწვრთნილი კადრია.
 
უსაფრთხო სამუშაო გარემო და დაცულობის შეგრძნება, თანამშრომელთათვის უმნიშვნელოვანესია. მსმენელთა თხოვნით დაემატა ტრენინგი, რომელზეც დასწრება შეუძლია ყველა მსურველს.
 
ტრენერის შესახებ: უსაფრთხოების დარგში ირაკლი ნინუა 21 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. ვიცე-პოლკოვნიკის წოდების მქონე ტრენერი კითხულობს უსაფრთხოების ლექციებს რამდენიმე მიმართულებით. კერძოდ ტექნიკური უსაფრთხოება, შრომის უსაფრთხოება, სახანძრო უსაფრთხოება, ტურიზმის უსაფრთხოება, ჟურნალისტური უსაფრთხოება, და ა.შ. ტრენერი თანამშრომლობს და თანამშრომლობდა ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებთან როგორებიცაა ,,MAF კარფური’’, ,,სმარტი’’, ,,ვენდისი’’ კომპანია ,,Britam’’ (ერაყი) და ა.შ.
 
სახანძრო/ სამაშველო ტრენინგი:
  • თეორია + პრაქტიკა
  • ცეცხლმაქრების მოხმარების წესები
  • ცეცხლმაქრების სერვისი / Maintenance
შრომის უსაფრთხოება:
  • თეორია + პრაქტიკა
ხანგრძლივობა: 3 დღე / 9 საათი
 
განრიგი:
23 მაისი - 19:00 საათი
25 მაისი - 19:00 საათი
26 მაისი- 19:00 საათი
 
ტრენინგის ფორმატი:
თეორიული მასალა, როლური თამაშები, რეალური  ქეისები, სიტუაციური ანალიზები, ჯგუფური სავარჯიშოები, დისკუსია.
 
ღირებულება: 110 ლარი
ტრენინგზე რეგისტრაციის ბოლო ვადა 19 მაისი
 
ყოველ მსმენელს გადაეცემა ორენოვანი სერტიფიკატი, ჰენდაუთი და დამატებითი ინფორმაცია საჭირო ლიტერატურაზე.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები