GE
თანამედროვე გაყიდვების პრაქტიკული კურსი
ღირებულება: 465 ლარი
თუ გსურთ თქვენი კომპანია და ბიზნესი გახდეს მეტად წარმატებული უნდა შეისწავლოთ გაყიდვების და ეფექტური მომსახურების სტრატეგია. ნებისმიერი ბიზნესის წარმატება მის სწორად დაგეგმილ მარკეტინგულ კამპანიაშია. IRC ენების და ტრენინგების აკადემიაში საშუალება გეძლევათ გაიაროთ
1-თვიანი ,,თანამედროვე გაყიდვების პრაქტიკული კურსი’’.
 
ტრენერის შესახებ :
კურსს წარუძღვება გურამ შეროზია, რომელსაც გაყიდვების და მარკეტინგული კომუნიკაციების დარგში 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. ამჟამად  კომპანია 4ფინანსში (vivus.ge), მარკეტინგის და გაყიდვების დეპარტამენტის უფროსია. ასევე  წარმატებულად უძღვება სალექციო კურსებს  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში. თემატიკა მარკეტინგი, საბანკო საქმე და გაყიდვების მენეჯმენტი მუშაობდა მენეჯერულ პოზიციაზე ისეთ პოპულარულ ქართულ კომპანიებში როგორიცაა Smiley, პალიტრა მედია ჰოლდინგი, თეგეტა მოტორსი, საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი და სხვა.
 
კურსის თემატიკა: 
  • თანამედროვე გაყიდვების ტექნიკა და ოქროს წესები
  • მომხმარებლის ტიპები
  • მომხმარებლის გადაწყვეტილების მიღების პროცესი
  • შეთავაზების/ პრეზენტაციის მომზადება და მისი ეფექტური წარდგენა
  • გაყიდვის ეტაპები, თითოეულ ეტაპზე გასათვალისწინებელი ფაქტორები
  • გაყიდვის სტრატეგია და ტაქტიკა
  • გაყიდვების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინება და მომხმარებელთან კომუნიკაციის ეტიკეტი
  • გაყიდვები, კარიერასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში
  • საერთაშორისო პრაქტიკა : ხერხები და მეთოდები
  • მომხმარებელთა სეგმენტაცია, მიზნობრივი ჯგუფების გამოყოფა და მათთან ინდივიდუალური მიდგომა
  • სატელეფონო გაყიდვების, ტექნიკა და ხერხები
ვისთვის არის განკუთვნილი?!
გაყიდვის სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის, ორგანიზაციებისთვის, დამწყები მეწარმეებისთვის, კარიერული წინსვლით დაინტერესებული პირებისთვის, რომელთაც სურთ ცოდნის გაღრმავება.
 
ტრენინგის ფორმატი:
თეორიული მასალა, როლური თამაშები, რეალური ბიზნეს ქეისები, სიტუაციური ანალიზები, ჯგუფური სავარჯიშოები, დისკუსია.
 
ხანგრძლივობა: 1 თვე; 20 საათი
ტრენინგი დღეები - ოთხშაბათი და კვირა
 
კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 მაისი.
 
ყოველ მსმენელს გადაეცემა ორენოვანი სერტიფიკაცი, ჰენდაუთი და დამატებითი ინფორმაცია საჭირო ლიტერატურაზე.
 
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები