GE
ტრენერთა ტრენინგი
თუ გსურთ ტრენინგ-კურსების ჩატარება და ფლობთ რაიმე კომპეტენციას სპეციალობაში, იურიდიული კომპანია Win & Win ატარებს სპეციალურ ტრენინგ-პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს ტრენერების მომზადებას.

ტრენინგის კურსის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ დამოუკიდებლად დაგეგმონ და ჩაატარონ ტრენინგები სხვადასხვა საკითხებზე.

ტრენინგის მიზნები:
  • ზრდასრულთა განათლების პრინციპების გაცნობა;
  • ტრენინგის საჭიროების განსაზღვრა;
  • ტრენინგის ეფექტიანად მომზადების და ჩატარების ეტაპების გაცნობა;
  • პრეზენტაციის ჩატარების ტექნიკის გაუმჯობესება;
  • ტრენინგების სფეროში უახლესი ინფორმაციის მიღება;
  • ტრენერის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.
ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
  • აუდიტორიასთან კომუნიკაცია და პირველადი კონტაქტის დამყარება;
  • ტრენინგის სტრუქტურა და გეგმა;
  • ტრენინგის სპეციფიკა;
  • ეფექტური პრეზენტაციის მომზადების ძირითადი საფეხურები;
  • დარბაზის მოწყობა;
  • კითხვის დასმის ხელოვნება;
  • ტრენინგის დაგეგმვის ეტაპები;
  • აუდიტორიის მართვა;
  • დროის ეფექტურად განაწილება;
  • ტრენერების მიერ ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები;
  • პრაქტიკური სავარჯიშოების გამოყენება;
  • გამოყენებული პრაქტიკური სავარჯიშოების განხილვა, დისკუსია.
ტრენინგის გავლის შედეგად მონაწილეები:
  • შეიძენენ აუდიტორიის მართვის და დროის ეფექტურად
  • განაწილების უნარებს;
  • გაიაზრებენ ტრენინგის აგების ძირითად პრინციპებს;
  • შეძლებენ ტრენინგების დაგეგმვას და წარმართვას.
ტრენერები მოახდენენ მონაწილეთა შეფასებას შემდეგი სისტემით:
- უმაღლესი შეფასება: მონაწილე შეძლებს დამოუკიდებლად წარმართოს ტრენინგი
- საშუალო შეფასება: მონაწილეს ეძლევა რეკომენდაცია პირველ ეტაპზე იმუშაოს თანატრენერად და საჭიროებს უნარების შემდგომ გაუმჯობესებას:
- დაბალი შეფასება: მონაწილე საჭიროებს ტრენერის უნარების გაუმჯობესებას.

მონაწილეები, რომლებიც შეფასდებიან მაღალი ბალით შეძლებენ ზრდასრულთა ჯგუფთან დამოუკიდებლად მუშაობას და ტრენინგის ეფექტურად წარმართვას.

ტრენერები: მაია (ზოია) ხასია და ელისო ამირეჯიბი

ტრენერებს აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, USAID-ის, GTZ-ის, ციხის საერთაშორისო რეფორმის (PRI) მიერ ორგანიზებული ტრენინგების ჩატარებაში, არიან ტრენერთა სახელმძღვანელოს თანაავტორები.

ერთობლივად ჩატარებული ტრენინგები:
  • ტრენერთა ტრენინგი ფსიქიატრიული ინსტიტუტის თანამშრომლებისთვის - 2015 წელს, ევროპის საბჭოს ორგანიზებით;
  • ტრენერთა ტრენინგი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებისთვის - 2014 წელს, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით;
  • ტრენერთა ტრენინგი დახურული ინსტიტუციების მონიტორინგის შესახებ - სომხეთი/აზერბაიჯანი - 2012 წელს, ციხის საერთაშორისო რეფორმის (PRI) ორგანიზებით;
  • ტრენერთა ტრენინგი თბილისის მერიის თანამშრომელთათვის - 2009 წელი, USAID-ის დაფინანსებით;
  • ტრენერთა ტრენინგი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ტრენერებისთვის - 2009 წელი, ევროკავშირის ორგანიზებით;
    და სხვა ტრენინგები.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 3 დღე - 18 საათი (დღეში 6 საათი)
ტრენინგი ჩატარების ვადა: 26-28 დეკემბერი, 2017 წელი
ტრენინგის ჩატარების დრო: 11:00-17:00 სთ
ტრენინგის სამუშაო ენა: ქართული
მონაწილეობის საფასური: 80 ლარი

ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

რეგისტრაციისთვის ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გადარიცხონ მონაწილეობის საფასური ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე და ასევე მოგვწერონ ინფორმაცია (ტრენინგში მონაწილეობის მსურველის სახელი, გვარი და პროფესია) ელ.ფოსტაზე.

მიმღები ბანკი: საქართველოს ბანკი
მიმღების დასახელება: შპს ვინ ენდ ვინ
საიდენტიფიკაციო კოდი: 405232760
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE51BG0000000241555500
დანიშნულებაში მიუთითეთ: ტრენერთა ტრენინგში მონაწილეობა (მონაწილეობის მსურველის სახელი და გვარი)
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები