GE
იურიდიული დოკუმენტების შედგენის სასწავლო კურსი (პრაქტიკული სამოქალაქო სამართალი)
ღირებულება: 215 ლარი

სწავლების მიზანია მსმენელთათვის იმ უნარ-ჩვევების გამომუშავება, რაც აუცილებელია პრაქტიკოსი იურისტის ყოველდღიური საქმიანობის ეფექტურად განხორციელებისათვის.

კურსი წარიმართება შემდეგი პროგრამის მიხედვით:

1. გარიგება და ხელშეკრულება; ხელშეკრულების ფორმები; ხელშეკრულების დადების პრაქტიკული საკითხები; ხელშეკრულებები ელექტრონული ფორმით.

2. ხელშეკრულების ცალკეული პირობები (პირგასამტეხლო, ბე საარბიტრაჟო შეთანხმება, ხელშეკრულების მოშლა შეწყვეტა გაუქმება. . . ხელშეკრულებიდან გასვლა. . .), წინარე ხელშეკრულება.

3. ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების შესახებ; დავალების ხელშეკრულება.

4. საკუთრების უფლების გადაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები: ნასყიდობის ხელშეკრულება, ნასყიდობა გადახდის განვადებით, გამოსყიდვა, ოფციები, საერთაშორისო ნასყიდობა, ნასყიდობა აკრედიტივით, აკრედიტივის სახეები (დოკუმენტური აკრედიტივი, გამოძახებადი და გამოუძახებადი, დადასტურებული და დაუდასტურებელი, დაფარული (დეპონირებული) და დაუფარავი (გარანტირებული), ტრანსფერაბელური, რევოლვერული, სარეზერვო, საკომპენსაციო აკრედიტივები, აკრედიტივი წითელი პირობით.

5. ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულებები:
   ქირავნობა, იჯარა, ლიზინგი, ფრენშაიზინგი. . .

6. იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტები, იურიდიული პირის რეგისტრაცია;

7. სარჩელი, შეგებებული სარჩელი, მორიგების აქტი განცხადება გამარტივებული წესით დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება უდავო წარმოების წესით საქმის წარმოების დაწყების  შესახებ;

8. დაზღვევა, დაზღვევის სახეები.

სწავლების მიმდინარეობა: 20 აკ. საათი

განაცხადის მიღების ბოლო ვადა:  18 ივნისი, 2008 წ.

იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყოფილ მსმენელებსა და ჯგუფებზე ორგანიზაციებიდან მოქმედებს სპეციალური შეღავათები!

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები