GE
ტრენინგი 7-დან 10-წლამდე ახალგაზრდებისთვის - "ჩვენი ოჯახი"
ღირებულება: 50 ლარი
მეწარმეთა აკადემიაში იწყება რეგისტრაცია ჯუნიორ ეჩივმენტის პროგრამაზე “ჩვენი ოჯახი” (Our Family), 7-დან 10-წლამდე ახალგაზრდებისთვის.
 
პროგრამა მოიცავს 10 აკადემიურ საათს სულ 5 შეხვედრა.

ტრენინგების დაწყებით თარიღი:
პირველი ნაკადი: 2 ივლისი 14:00 საათი
ტრენინგის ღირებულება შეადგენს 50 ლარს.
 
ტრენინგი ტარდება ქართულ ენაზე.

პროგრამის აღწერა:
ჩვენი ოჯახი - ეს არის ინტერდისციპლინური სასწავლო პროგრამა, რომლის მიზანია ახალგაზრდებში სამეწარმეო აზროვნების და კომპეტენციების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და დასაქმებისთვის მზაობის უნარების განვითარება.
 
მასში განხილულია შემდეგი კონცეფციები: ოჯახის წევრთა შრომითი წვლილი ოჯახის კეთილდღეობაში; ოჯახის საჭიროებები და სურვილები; ოჯახის მიერ საქონლისა და მომსახურების ყიდვის დაგეგმვა.
 
პროგრამის მიზნები:
  • პროგრამის დასრულების შემდეგ მოსწავლეები შეძლებენ:
  • აღწერონ ოჯახებს შორის მსგავსებები და განსხვავებები;
  • მოახდინონ საჭიროებების და სურვილების კლასიფიკაცია;
  • აღწერონ სამუშაოები, რომლებსაც ადამიანები ასრულებენ;
  • გააანალიზონ საკუთარი უნარები, რათა განსაზღვრონ ოჯახში პირადი წვლილის შეტანის გზები;
  • დაადგინონ საქონელი და მომსახურება, რომელსაც ადგილობრივი ბიზნესები აწარმოებენ;
  • ახსნან მეწარმეობის ერთ-ერთი მახასიათებელი, კერძოდ, საჭიროებების ან/და სურვილების დაკმაყოფილება.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები