GE
ტრენინგი 8-დან 10-წლამდე ახალგაზრდებისთვის - "ჩვენი საზოგადოება"
ღირებულება: 50 ლარი
მეწარმეთა აკადემიაში  იწყება რეგისტრაცია ჯუნიორ ეჩივმენტის პროგრამაზე “ჩვენი საზოგადოება” (Our Community), 8-დან 10-წლამდე ახალგაზრდებისთვის.
 
ტრენინგების დაწყებით თარიღი:
პირველი ნაკადი: 16 ივლისი 12 საათი,
ტრენინგის ღირებულება შეადგენს 50 ლარს.
 
ტრენინგი ტარდება ქართულ ენაზე.

პროგრამის აღწერა:
ეს არის ინტერდისციპლინური პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს დასაქმებისთვის მზაობის საერთაშორისო აკადემიური სტანდარტების მიღწევას, ხოლო მისი ინტერესის მეორადი სფეროებია: სოციალური კვლევები, ბიზნესი, ეკონომიკა, კითხვა, წერა და მათემატიკა. პროგრამა დაეხმარება ახალგაზრდებს გონივრული ფინანსური გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ცოდნისა და ეკონომიკური აზროვნების უნარების შეძენაში.
 
პრაქტიკული აქტივობებით პროგრამა „ჩვენი საზოგადოება“ ახალგაზრდებს აცნობს დასაქმებისთვის მზაობისა და მასთან გადამკვეთი სოციალური მეცნიერების ადრეულ, პირველი საფეხურების სასწავლო მიზნებს. ასევე, აჩვენებს, თუ როგორ სარგებლობენ მოქალაქეები საზოგადოების წარმატებით და როგორ შეაქვთ თავიანთი წვლილი ამ წარმატების საქმეში. ახალგაზრდებს განუვითარდებათ პროფესიის შეგრძნება და გააცნობიერებენ, რომ საზოგადოებისთვის ნებისმიერი სამუშაო სასარგებლოა.
 
პროგრამა ეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა: პროფესიები, პროდუქციის წარმოება, ინოვაცია, შემოსავლები, გადასახადები, მთავრობა, ფული, ბიზნესი და გადაწყვეტილებების მიღების პროცესი.
 
პროგრამის მიზნები:
პროგრამის გავლის შედეგად მოსწავლეები შეძლებენ:
  • დაახასიათონ საზოგადოება;
  • გაარჩიონ საზოგადოებაში არსებული პროფესიები და გააცნობიერონ თითოეული სამუშაოსთვის საჭირო სხვადასხვა უნარი;
  • გააცნობიერონ, როგორ ეხმარება საზოგადოებას კერძო და სახელმწიფო სამსახური;
  • ახსნან, თუ როგორ უწყობს ხელს საგადასახადო სისტემა სახელმწიფო მომსახურების მიწოდებას;
  • გაიაზრონ ხმის მიცემის პროცესი;
  • აღწერონ ფულის მიმოქცევა საზოგადოების ეკონომიკაში.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები