GE
საგადასახადო კოდექსის ინტენსიური კურსი
ღირებულება: 199 ლარი
“კავკასიის ადვოკატთა სკოლა CLS”  მეწარმეებს, მოქმედ და დამწყებ ბუღალტრებს, იურისტებს და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით, მასში შესული ცვლილებებით და საგადასახადო დაბეგვრით დაინტერესებულ პირებს გიწვევთ ახალი საგადასახადო კოდექსის შემსწავლელ ინტენსიურ კურსებზე.
 
რატომ უნდა ისწავლო  CLS-ში:
მსმენელებს ტრენინგებზე შეეძლებათ შეკითხვები დაუსვან ექსპერტს.
 
სასწავლო კურსს უძღვება ცნობილი ექსპერტი საგადასახადო კანონმდებლობაში, აუდიტორი, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციისა (ბაფ) და პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტის (პბი) ლექტორი საგადასახადო დაბეგვრაში, ბაფის საგადასახადო კომიტეტის წევრი ირაკლი შავიშვილი, რომელიც გახლავთ 2002 წლის „ახალი საგადასახადო კოდექსი“-ს პროექტის © და საგადასახადო კოდექსის კომენტარების (2006-2007 წ) თანაავტორი.
 
კურსის აღწერა:
  1. გადასახადის ცნება, სახეები, სტრუქტურა;
  2. ძირითადი ტერმინები;
  3. ურთიერთობა საგადასახადო ორგანოებთან, საგადასახადო ვალდებულებები;
  4. დეკლარირება, საგადასახადო მოთხოვნა, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა;
  5. საშემოსავლო და მოგების გადასახადი;
  6. დამატებული ღირებულების (დღგ) გადასახადი;
  7. აქციზი;
  8. იმპორტის გადასახადი;
  9. ქონების გადასახადი;
  10. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა, საგადასახადო კონტროლი;
  11. საგადასახადო სამართალდარღვევა და პასუხისმგებლობა.
კურსის ხანგრძლივობა - 1 თვე (20 სთ).
საკონტაქტო დღეები - კვირაში 2 დღე, 19 საათიდან.
საკონტაქტო დრო -  2 სთ.
კურსის საერთო ღირებულება - 199 ლარი (ნაცვლად 235 ლარისა)
 
უპრეცენდენტო აქცია:
CLS - ში მოქმედებს აქცია, რომლის ფარგლებშიც სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია 0 % 24 თვემდე მომენტალური განვადებით, მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენით.
კურსის მიზანი: კურსის შესწავლის შემდეგ მსმენელები მიიღებენ ცოდნას საგადასახადო კანონმდებლობაში და შესძლებენ ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
 
სწავლების მეთოდები:
  • ლექციები და პრაქტიკული მეცადინეობები;
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • ახსნა-განმარტებები;
  • კითხვებზე პასუხი;
  • პრობლემების დასმა და გადაჭრა;
  • კაზუსტების ამოხსნა.
ინფრასტრუქტურა: CLS-ს გააჩნია ევროსტანდარტების შესაბამისი დონის ინფრასტრუქტურა.
 
სერთიფიკატი: კურსის წარმატების გავლის შემდეგ გაიცემა CLS -ს ორენოვანი სერთიფიკატი ქართულ და ინგლისურ ენებზე ტრენერის ხელისმოწერით.
აკრედიტაცია:
CLS პირველი ქართული ორგანიზაციაა, რომელსაც სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს ინსტიტუციონალური აკრედიტაცია. 
 
რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები