GE
გეშტალტთერაპიის სერტიფიცირებული კურსი
ღირებულება: 8000 ევრო
"კავკასიის გეშტალტთერაპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტი" აცხადებს გეშტალტთერაპიის 4 წლიან დიპლომის შემდგომი განათლების, სერტიფიცირებულ კურსზე სწავლის დაწყების მსურველთა საბუთების მიღებას.

ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის სასწავლო ტრენინგ-სტანდარტების შესაბამისი, გეშტალტთერაპიაში დიპლომის შემდგომი სასწავლო-სერტიფიცირებული კურსის კურატორია სოფია ვერულაშვილი - ფსიქოლოგი-ფსიქოთერაპევტი, გეშტალტთერაპევტი, კავკასიის გეშტალტთერაპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის გენერალური დირექტორი. გეშტალტთერაპია ფსიქოთერაპიის ჰუმანისტურ-ეგზისტენციალური მიმდინარეობაა დაფუძნებული მოსაზრებაზე, რომ ადამიანი, ზოგადად, იბადება სრულყოფილი უნარითა და შესაძლებლობით იმყოფებოდეს კონტაქტში სხვა ადამიანებთან და ჰქონდეს შემოქმედებითი, სიხარულით აღსავსე ბედნიერი, ჯანმრთელი ცხოვრება.

თუმცა, ზოგჯერ, ბავშვობაში ან მოგვიანებით რაღაც წყვეტს ამ პროცესს და ადამიანი თითქოს "იჭედება" გარკვეულ სიტუაციებში ან საკუთარ თავზე მის მიერვე შექმნილ წარმოდგენებში. ეს არის სწორედ ის, რაც მას წინსვლაში აბრკოლებს მას.

გეშტალტთერაპიის ამოცანაა გამოიკვლიოს, აღმოაჩინოს რა სიტუაციები, რა წარმოდგენები ახდენს გავლენას ადამიანზე მოცემულ მომენტში, აწმყოში.
გეშტალტთერაპევტი ეხმარება ადამიანს მიიღოს გადაწყვეტილება ახალი, მეტად შემოქმედებითად ადაპტირებული გზები გამონახოს იმ კრიზისიდან გამოსასვლელად ,რომელშიც ის ახლა , ამჟამად იმყოფება.. იგი ორიენტირებულია ადამიანის თვითგაცნობიერებაზე, პიროვნულ ზრდასა და საკუთარ თავთან ინტეგრაციაზე. გეშტალტთერაპია ძირითადად გამოიყენება ჯგუფურ ფსიქოთერაპიის დროს. თუმცა ასევე ძალზე ეფექტიანია ინდივიდუალური კონსულტირებისას, როგორც ფსიქოთერაპია ბავშვებთან და ზრდასრულებთან, ასევე წყვილის და ოჯახის თერაპია-კონსულტირების დროს და კორპორატიულ კონსულტირებაში.

სწავლა იწყება 2015 წლის 24 ნოემბერს.

"კავკასიის გეშტალტთერაპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტი" (CIGTFP) დაარსდა 2012 წელს. ინსტიტუტი თავის თავში აერთიანებს ფსიქოლოგიის ორ ისეთ მსხვილ მიმართულებას, როგორიცაა გეშტალტთერაპია და ოჯახური ფსიქოთერაპია და რეგიონის მასშტაბით ქმნის ერთიან, ინოვაციურ, პროფესიულ, დიპლომის შემდგომ საგანმანათლებლო ტრენინგ-ინსტიტუტს. აღნიშნული ინსტიტუტი, პირველად კავკასიის რეგიონში, მოამზადებს საერთაშორისო დონის ფსიქოთერაპევტებს, შესაბამისი სერტიფიცირებით.

ინსტიტუტი დაარსდა ევროპის გეშტალტთერაპიის ასოციაციის (http://www.EAGT.org) მხარდაჭერით და 2012 წელს გახდა ამ ორგანიზაციის ასოცირებული ტრენინგ ინსტიტუტი.

ინსტიტუტის საქმიანობის მიზანია კავკასიის რეგიონში გეშტალტთერაპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუციის ჩამოყალიბება, საგანმანათლებლო საქმიანობა, ფსიქოთერაპიის აღნიშნული მიმართულებების ადვოკატირება და მათი კლინიკურ პრაქტიკაში და მომსახურების სხვადასხვა სფეროში გამოყენების დანერგვა.

მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგია და ფსიქოთერაპია საქართველოში და კავკასიის რეგიონში მუდმივად ვითარდება, ის ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ახლად ჩამოყალიბებული ინსტიტუტი ხელს შეუწყობს კავკასიის რეგიონში ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის ევროპული და ამერიკული სტანდარტების დანერგვას და დაეხმარება პროფესიონალებს და დაინტერესებულ პირებს მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების მქონე განათლება ფსიქოთერაპიაში, აიმაღლონ კვალიფიკაცია და შეუერთდნენ სხვადასხვა პროფესიულ კავშირებს. მათ შორის უმნიშვნელოვანესს ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციას, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციას, ევროპის გეშტალტთერაპიის ასოციაციას (EAGT) და ა.შ. ეს ყველაფერი კი შესაძლებლობას მისცემს მათ მუდმივად იქონიონ კონტაქტი მსოფლიოს წამყვან პროფესიონალებთან და შესაბამისად მუდმივად ჰქონდეთ პიროვნული და პროფესიული ზრდის საშუალება.

გეშტალტთერაპიის 4 წლიანი სასწავლო პროგრამა შემუშავებულია ევროპის გეშტალტთერაპიის ასოციაციის და ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის ექსპერტების მიერ. 2012 წლიდან უკვე მიმდინარეობს სწავლება პირველ სასწავლო ჯგუფთან (20 მსმენელი), 2013 წლიდან მიმდინარეობს სწავლება მეორე სასწავლო ჯგუფთან(19 მსმენელი) და მოწვეული ექსპერტების მიერვე ხორციელდება სწავლება ინსტიტუტში. შემოთავაზებული სასწავლო პროგრამა აღნიშნულ ფსიქოთერაპიულ მიმართულებაში აკმაყოფილებს EAGT-ის სასწავლო სტანდარტის ყველა კრიტერიუმს.

კურსდამთავრებულები მიიღებენ საერთაშორისო დონის ევროპის გეთტალტთერაპევტთა ასოციაციის სერტიფიკატს, რომელიც აღიარებულია მსოფლიოს ყველა კონტინენტზე.

თქვენ გეძლევათ საშუალება თბილისში მიიღოთ ევროპული განათლება ფსიქოთერაპიაში!

"კავკასიის გეშტალტთერაპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსიტიტუტში" სწავლის დაწყების მსურველებმა უნდა წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები, როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ვერსიის სახით (CD ზე ჩაწერილი):
  • CV ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე;
  • სამედიცინო, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებებში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი (მინიმუმ ბაკალავრიატი);
  • 2 ცალი ფოტოსურათი ¾ ზე;
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა.
  • სასწავლო პროგრამის ფარგლებში პირველი 5 დღიანი ტრენინგი ჩატარდება 2015 წლის 24 - 28 ნოემბერს.
  • გეშტალტთერაპიის 4 წლიანი სასწავლო პროგრამის ღირებულებაა 8000 ევრო.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები