GE
ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა
ღირებულება: 2500 ლარი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი ჟურნალისტიკაში Bachelor of Social Sciences in Journalism
 
დასაქმების სფერო
კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ექნება პრაქტიკული საქმიანობა გააგრძელოს ნებისმიერ პოზიციაზე, სადაც მოითხოვება ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, მათ შორის: მასობრივი ინფორმაციის ბეჭდურსა (გაზეთი, ჟურნალი) და სამაუწყებლო საშუალებებში (რადიო, ტელევიზია), ინტერნეტ-გამოცემებში, საინფორმაციო სააგენტოებში, სახელმწიფო თუ ბიზნესორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პრესსამსახურში, არასამთავრობო ორგანიზაციებში და სხვა.
 
უნივერსიტეტში ფუნქციონირებს საკუთარი, თანამედროვე, უახლესი აპარატურით აღჭურვილი რადიო და ტელეჟურნალისტიკის სასწავლო-შემოქმედებითი ლაბორატორიები, სტუდიები, სამონტაჟოები;
 
სტუდენტებს საშუალება აქვთ, უნივერსიტეტის ტელე და რადიო სასწავლო სტუდიებსა და სამონტაჟოებში, მოქმედ ჟურნალისტებთან თანამშრომლობით, პრაქტიკაში დაეუფლონ თანამედროვე ჟურნალისტიკის პროფესიულ სტანდარტებს, იმუშაონ რეალურ სარედაქციო რეჟიმში, მოამზადონ ტელე და რადიო–გადაცემები, გადაიღონ დოკუმენტური, სასწავლო ფილმები. უნივერსიტეტის სატელევიზიო და რადიოსტუდია 30-30 სტუდენტის სასწავლო პრაქტიკის ეფექტურად გავლის საშუალებას იძლევა.
  • სწავლების ენა ქართული
  • პროგრამის ხანგრძლივობა 4 წელი, 240 ECTS კრედიტი;
თავიდანვე შემოხაზე 115, ბედნიერი სტუდენტობა.
 
ჩვენ ვქმნით თქვენს მომავალს.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განტავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები