GE
საერთაშორისო მარკეტინგის ქართული და ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამები
ღირებულება: 2500 ლარი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი მარკეტინგში Master of Business administracion in Marketing
 
დასაქმების სფერო:
საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა კურსდამთავრებულებს გზას უხსნის დასაქმების ჯერ აუთვისებელ, მეტად საინტერესო, გამოწვევებით სავსე სეგმენტისაკენ, რომელსაც საერთაშორისო მარკეტინგი, ანუ საერთაშორისო ბაზრების თანამდევი პროცესების შემსწავლელი მარკეტინგი ეწოდება. საქართველოსა და კავკასიის რეგიონის დიდი პრობლემა დღეს სწორედ ამგვარი საერთაშორისო მარკეტოლოგების დიდი დეფიციტია, რაც შემდგომში ეროვნული და რეგიონალური ბაზრების განუვითარებლობას, საექსპორტო პოტენციალის დაქვეითებას და ეკონომიკის წარუმატებლობას იწვევს.
 
საინტერესოა ისიც რომ, მიუხედავად ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთვის საექსპორტო რეჟიმის გამარტივებისა, ქართული და რეგიონალური ექსპორტის საკითხი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროკავშირში, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რუსეთში, აზიისა და მსოფლიოს უდიდეს ჩინურ ბაზარზე, ჯერ არადამაკმაყოფილებელია.
 
სწორედ ამ პროგრამის კურსდამთავრებული, საერთაშორისო მარკეტინგის სპეციალისტი იქნება იმ უნიკალური ცოდნითა და უნარ- ჩვევებით აღჭურვილი პიროვნება, რომელიც ეროვნულ და რეგიონალურ კავკასიურ საქონელსა და ფასეულობებს გასაღებას გაუადვილებს.
 
საერთაშორისო მარკეტინგის სპეციალისტის დასაქმების სფერო არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ კომერციული ან არაკომერციული სექტორით, მომგებიანი ან არამომგებიანი ორგანიზაციებით, სამთავრობო ან არასამთავრობო წრეებით. საერთაშორისო მარკეტოლოგის დასაქმების სფერო შესაძლოა იყოს: სამთავრობო ორგანიზაციები და მათ შორის სააგენტოები, სავაჭრო პალატები, მულტინაციონალური კომპანიები, არასამთავრობო, სამოქალაქო ორგანიზაციები, საფინანსო, სატრანსპორტო ორგანიზაციები და კომპანიები, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ტურიზმისა და დასვენების სხვადასხვა ფორმის მიმწოდებელი კომპანიები, ანუ ყველა ის შესაძლო სტრუქტურები, რომლებიც საერთაშორისო და ეროვნულ ბაზრებზე საქმიანობენ, ახდენენ ფასეულობების გაცვლას სამომხმარებლო მოთხოვნის გამოვლენისა და ამ მოთხოვნის შესწავლის საფუძველზე. 
  • ქართულენოვან პროგრამაზე სწავლების ენა  ქართული;
    პროგრამის ხანგრძლივობა 2 წელი, 120 ECTS კრედიტი;
    სწავლის წლიური საფასური 2500 ლარი.
  • ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლების ენა ინგლისური;
    პროგრამის ხანგრძლივობა 2 წელი, 120 ECTS კრედიტი;
    სწავლის წლიური საფასური 2800 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში.
თავიდანვე შემოხაზე 115, ბედნიერი სტუდენტობა.
 
ჩვენ ვქმნით თქვენს მომავალს.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული, ინგლისური
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები