GE
სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა
ღირებულება: 2500 ლარი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - სამართლის ბაკალავრი Bachelor of Law
 
დასაქმების სფერო:
სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ექნება იმუშაოს ნებისმიერ იმ თანამდებობაზე, სადაც მოითხოვება სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და არ არის აუცილებელი სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი წინაპირობები. სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული იურიდიული საქმიანობის განსახორციელებლად შეიძლება დასაქმდეს:
  1. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში;
  2. სასამართლო ორგანოებში;
  3. სამართალდამცავ და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებში;
  4. კორპორაციულ სტრუქტურებში;
  5. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ან სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) ორგანიზაციებში.
ყველა პროცესუალური სასწავლო კურსის დასრულებისას პროგრამით გათვალისწინებულია იმიტირებული სასამართლო პროცესების ჩატარება, რისთვისაც უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სასამართლო დარბაზი იმიტირებული სასამართლო პროცესების ჩასატარებლად. გარდა ამისა, იმიტირებულ სასამართლო პროცესებს სტუდენტები ატარებენ თბილისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოებში.
  • სწავლების ენა ქართული
  • პროგრამის ხანგრძლივობა 4 წელი, 240 ECTS კრედიტი;
  • ღირებულება 2500 ლარი
შენიშვნა: 2016-2017 სასწავლო წლიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის ყველა სტუდენტისათვის სწავლის წლიური საფასური განისაზღვრა 2500 ლარის ოდენობით.
 
თავიდანვე შემოხაზე 115, ბედნიერი სტუდენტობა.
 
ჩვენ ვქმნით თქვენს მომავალს.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები