GE
ევროპის კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამა ინგლისურ და გერმანულ ენებზე
ევროპის კერძო სამართალი ინგლისურ და გერმანულ ენებზე კავკასიის უნივერსიტეტში
 
 რა მოიაზრება მასში?
 
საქართველოში, და თვით რეგიონშიც კი, პირველად იწყებს ფუნქციონირებას ახალი სამაგისტრო პროგრამები ევროპის კერძო სამართალში;
 
პროგრამის ბრენდია ის, რომ :
  1. პროგრამა   სრულად ისწავლება ინგლისურ/გერმანულ ენებზე;
  2. პროგრამა მოიცავს მხოლოდ 10 საგანს და ათივე საგანს ანალოგი არ აქვს საქართველოში;
  3. ამ პროგრამაზე სტუდენტებს ექნება საშუალება, რომ ქართულ დიპლომთან ერთად მიიღოს ჩვენი პარტნიორი უცხოენოვანი  უნივერსიტეტის დიპლომიც;
  4. პროგრამა გათვლილია ამ მიზნით, რომ  კურსდამთავრებული თავისუფლად დასაქმდეს  საზღვარგარეთ ან საქართველოში რომელიმე ტრანსნაციონალურ კომპანიაში;
  5. პროგრამა ,,ჩაშლილია“  შედარებით სახელშეკრულებო სამართლის მიმართულებით.
  • საგანმანათლებლო პროგრამაში მოიაზრება მაღალი კლასის პროფესიონალთა–მკვლევარ თეორეტიკოსთა და უნიკალური იურიდიული პრაქტიკის მქონე სპეციალისტთა გუნდი.
  • ჩვენი უნივერსიტეტის ქართულენოვან სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე მსურველთა დიდი მოთხოვნა ყოველწლიურად გარანტირებულია.  ის ფაქტი, რომ ჩვენს ქართულენოვან პროგრამაზე 300 მაგისტრანტი გვყავს თავად მეტყველებს CSL-დმი საზოგადოებრივ მოთხოვნაზე.
  • კავკასიის სამართლის სკოლა 2015 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია  კლიენტთა კონსულტირებაში, რომელიც გაიმართა ამერიკაში.
  • სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს, რომლებიც დარჩებიან ქართულ ბაზარზე, ექნებათ თავიანთ კოლეგებთან შედარებით ექნებათ ნაციონალური სამართლის პრობლემატიკის გაცილებით სიღრმისეული და სრული ხედვა.
  • სამართლის  სამაგისტრო საგანმანათელბლო პროგრამის ძლიერი მხარეებია:  კვლევასა და პრაქტიკაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამა; პროგრამის სასწავლო, პრაქტიკული და კვლევითი კომპონენტების ოპტიმალური თანაფარდობა; საგანმანათლებლო პროგრამის ინტერნაციონალიზაციის მაღალი ხარისხი; პარტნიორთა/დამსაქმებელთა, იურიდიული კლინიკების ფართო სპექტრი.
მიღების წესი
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება;
  • უნივერსიტეტში დაგეგმილი საკონკურსო პროცედურების წარმატებით გავლა;
  • სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველის მომზადების დონის განსაზღვრა ტესტური წესით ინგლისურ/გერმანულ ენებში. ინგლისური/გერმანული ენის ტესტისაგან თავისუფლდებიან კანდიდატები, რომლებიც წარმოადგენენ ინგლისური/გერმანული ენის (არანაკლებ B2 დონეზე) ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
  1. ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის ასლი + ნიშნების ფურცელი
  2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  3. სამხედრო ბილეთი
  4. 2 ფოტოსურათი
  5. სამოტივაციო წერილი
  6. 2 რეკომენდაცია
გადახდის პირობები
 
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის ღირებულება შეადგენს 11.000 ლარს, რაც წელიწადში შეადგენს 5500 ლარს. სწავლის საფასურის გადახდა სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად წარმოებს.
 
საკონტაქტო პირები:
 
სოფიო შენგელია, სამაგისტრო და სადოქტორო საგანამანათლებლო პროგრამების დირექტორი
ტელ: (+995) 599 77 71 04
ელ-ფოსტა: sshengelia@cu.edu.ge
 
 
ნათია შენგელია, სამაგისტრო პროგრამების აკადემური მენეჯერი
ტელ:  (+995) 599 88 55 71 
ელ-ფოსტა: nshengelia@cu.edu.ge

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები