GE
ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა
კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა აცხადებს მიღებას ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე.
 
პროგრამის სამუშაო ენა არის  ქართული.
 
რატომ ჩვენი სამაგისტრო პროგრამა?
თანამედროვე პროგრამა: პროგრამა აგებულია დასავლეთ ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების გამოცდილების გათვალისწინებით და ორიენტირებულია მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრების ფორმირებაზე. პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს გამოყენებადი ცოდნა და შეუქმნას წარმატებული პროფესიული კარიერისათვის ხელსაყრელი სასტარტო პირობები. კურსდამთავრებულთა დასაქმების სფეროებია როგორც საჯარო, ისე კერძო და სამეცნიერო-კვლევითი სექტორი.   
 
რას შეისწავლით: პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან თანამედროვე ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ პროცესებს, ევროპის კავშირის ინსტიტუტების ფორმირების ისტორიას და მათი ფუნქციონირების წესებს. შეისწავლიან ქართულ-ევროპული პოლიტიკური ურთიერთობების ისტორიას და მათი სამომავლო განვითარების პერსპექტივებს.     
 
მოქნილი სტრუქტურა: პროგრამის სტრუქტურა და საგნების სემესტრული განაწილება მაქსიმალურად არის მორგებული სტუდენტის ინტერესს. თითეული საგანი ისწავლება კვირაში ერთხელ, საღამოს საათებში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულ ადამიანებს  ლექციებს სამუშაო საათების შემდეგ დაესწრონ.
 
მისაღები ფასი: ერთი კრედიტის ღირებულებაა 82.5 ლარი, პროგრამის მთლიანი ღირებულება - 9900 ლარი. ამასთანავე სახელმწიფო გაძლევთ შესაძლებლობას საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დაგროვილი ქულების საფუძველზე მოიპოვოთ გრანტი. ამ შემთხვევაში გრანტის რაოდენობა აკლდება სწავლის საფასურს.
მოქნილი გადახდის სისტემა: სტუდენტები იხდიან მხოლოდ მოცემულ სემესტრში დარეგისტრირებული საგნების საფასურს.
ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა.
 
პროგრამაზე მიღების წესები
  • საერთო სამაგისტრო გამოცდა;
  • ტესტირება  ინგლისურ ენაში და გასაუბრება
საჭირო საბუთები:
  • შევსებული სარეგისტრაციო ფორმა   (მასთან ერთად სამოტივაციო წერილი, სადაც უნდა აღწეროთ თუ რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ამ პროგრამაზე სწავლა და როგორ დაგეხმარებათ იგი პროფესიულ ზრდაში, CV და ფოტოსურათი);
  • ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის და ნიშნების ფურცელის ასლი ან უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ;
  • უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომი უნდა იყოს დამოწმებული აპოსტილით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ;
  • უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტ(ებ)ი  უნდა წარმოადგინოთ ქართულად თარგმნილი და დამოწმებული ნოტარიულად;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სარეკომენდაციო წერილი;
  • სამხედრო მიწერის ასლი (ვაჟებისთვის).
საკონტაქტო პირი:  დავით ნატროშვილი (+995 32) 237 77 77 (შიდა 177); dnatroshvili@cu.edu.ge

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები