GE
ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა
კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლა გთავაზობთ სამაგისტრო პროგრამას ბიზნესის ადმინისტრირებაში ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით.
 
კავკასიის  უნივერსიტეტის  ეკონომიკისა და ჯანდაცვის  სკოლის მიერ  შემუშავებული სამაგისტრო პროგრამა იზიარებს აშშ წამყვანი უნივერსტეტების, ჯორჯიის სახელწიფო უნივერსიტეტის (ატლანტა) ჯ. მაკ რობინსონის კოლეჯის ჯანდაცვის ადმინისტრირების ინსტიტუტსა და მიჩიგანის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ადმინისტრირებისა და პოლიტიკის დეპარტამენტში მიმდინარე პროგრამების მოთხოვნებს და დარგის სტანდარტებს. პროგრამა  ასახავს ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე შრომის ბაზრის სპეციფიურობას, მისი მართვის უახლეს ტექნოლოგიებს და ნერგავს სწავლების თანამედროვე მეთოდებს.
 
რატომ  უნდა  აირჩიოთ  ჩვენი  სამაგისტრო  პროგრამა?
 
კავკასიის უნივერსტეტის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლამ საქართველოში პირველმა დაიწყო ზრუნვა  ჯანდაცვის სისტემის თანამედროვე მმართველების მომზადებაზე. 
  • კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის სამაგისტრო პროგრამა  ამზადებს სპეციალისტებს, ჯანდაცვის სექტორში არსებული ინსიტიტუციების მართვასა და ლიდერობაში, ფინანსირება-ბიუჯეტირებაში, ჯანდაცვის გლობარულ და ეროვნული პოლიტიკაში;
  • კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის კურსდამთავრებულს  კარგად   ეცოდინება  ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და ჯანდაცვის სფეროს  კვლევის ძირითადი მეთოდები;
  • კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის  სკოლა სტუდენტს სთავაზობს ევროპის რეგიონში აღიარებულ ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრის  კვალიფიკაციის მინიჭებას;
  • კავკასიის  ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლას, ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პრაქტიკის ხელშეწყობისთვის გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები დარგის წამყვან დაწესებულებებთან საქართველოში. 
  • კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის მაგისტრანტი შეძლებს სამაგისტრო პროგრამის დასრულებას ოპტიმალურ ვადებში, მისაღებ ფასად. ერთი აკადემური კრედიტის ღირებულება შეადგენს 82.5 ლარს;
სამაგისტრო  პროგრამებზე სწავლის ღირებულება წელიწადში 4950 ლარს შეადგენს, რომლის გადახდა სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად წარმოებს.
 
სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
  • ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი საბუთი (B ტიპის ტესტი);
  • კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის მიერ ორგანიზებული გასაუბრების წარმატებით გავლა.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
  1. ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის ასლი + ნიშნების ფურცელი
  2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  3. სამხედრო ბილეთი (ვაჟებისათვის)
  4. 2 ფოტოსურათი 3X4
  5. სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 500 სიტყვისა)
  6. 2 რეკომენდაცია
  7. შევსებული სარეგისტრაციო ფორმა 
საკონტაქტო პირები:
ვატო სურგულაძე
ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის დეკანი
ტელ.: (+995 32) 237 77 77 (შიდა 148)
მობ.:  (+995) 595 00 63 48
ელ.ფოსტა: vsurguladze@cu.edu.ge
 
მაია გონაშვილი
პროგრამის ხელმძღვანელი
მობ.: (+995) 595 01 63 48
ელ.ფოსტა: mgonashvili@cu.edu.ge
 
თეა გიორგაძე
ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის პროგრამების დირექტორი
ტელ.: (+995 32) 237 77 77 (შიდა 149)
მობ.:   +995 (595) 03 20 95
ელ.ფოსტა: teagiorgadze@cu.edu.ge
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები