GE
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი - სასერტიფიკატო პროგრამა
ღირებულება: 750 ლარი
კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი (CUTC)  კავკასიის ბიზნესის სკოლასთან (CSB) და საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციასთან (GLA) ერთად აცხადებს ტრენინგს ,,ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი“.
 
ტრენინგის აღწერა ტრენინგი წარმოადგენს კომპაქტურ თეორიულ და პრაქტიკულ კურსს ლოგისტიკასა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში, რომელიც დამსწრეებს აძლევს საშუალებას შეიძინონ და განიმტკიცონ მათი ცოდნა ლოგისტიკასა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში. აღნიშნული კურსი მათ დაეხმარებათ კომპანიებსა და ორგანიზაციებში გაანალიზონ და ეფექტურად გადაჭრან ლოგისტიკური ამოცანები. კურსი ასევე დაეხმარება მონაწილეებს  მნიშვნელოვნად გაიუმჯობესონ კარიერული წინსვლის შანსი შემდეგ დარგებში: წარმოება, საცალო და საბითუმო ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა.
 
ჩვენი ტრენინგის ძირითადი უპირატესობებია:
  • მოკლე დროში ლოგისტიკური ნოუ-ჰაუს შეძენა, რომელიც გამოყენებადია პრაქტიკაში;
  • ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის ძირითადი პროცესების კომპაქტური მიმოხილვა;
  • საუკეთესო მაგალითების პრეზენტაცია და განხილვა;
  • ინტერაქტიული ჯგუფური მუშაობა;
  • სასწავლო ექსკურსია A-კლასის სადისტრიბუციო ცენტრის მონახულება თბილისში და გამოცდილების გაზიარება მაღალი დონის ლოგისტიკის ექსპერტებთან.
ტრენინგის გავლის შემდეგ, მსმენელები მიიღებენ კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის (CUTC) კავკასიის  ბიზნესის სკოლის (CSB)  და საქართველოს ლოჯისტიკის ასოციაციის (GLA) ერთობლივ სერტიფიკატს.
 
ტრენინგის თემატიკა:
შესავალი ლოგისტიკასა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში
  • ლოგისტიკის ფუნქციები და პროცესები;
  • ლოგისტიკის ოპერაციები;
  • განვითარების სტადიები და ტენდენციები;
  • მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი (Supply Chain Management);
  • მიწოდების ჯაჭვის პროცესები;
  • სიტუაციური მაგალითის განხილვა (Case Study)  .
შესყიდვების მენეჯმენტი და წარმოების ლოგისტიკა
  • შესყიდვების სტრატეგიები;
  • ხარისხის მართვა შესყიდვებში;
  • მომწოდებლების შეფასება;
  • კონტრაქტინგი;
  • წარმოების პროცესების აღწერა;
  • წარმოების სტრატეგიები;
  • Total Cost of Manufacturing (TCM);
  • 6 სიგმა;
  • ლოგისტიკის როლი და სტრატეგიები წარმოების პროცესში (JIT, MRP).           
მარაგების მართვა
  • მარაგების დანახარჯების სტრუქტურა;
  • მარაგების დაგეგმარება;
  • მარაგების მართვის პოლიტიკა და სტრატეგიები;
  • საიკეთესო მაგალითების განხილვა.          
ტრანსპორტის ოპერირება და მენეჯმენტი
  • ტრანსპორტის ფუნქციები და პრინციპები;
  • ტრანსპორტის ცალკეული სახეობების უპირატესობები და ნაკლები;
  • გადამზიდავის შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები;
  • ტრანსპორტის ეკონომიკა, ფასწარმოქმნა და დანახარჯები;
  • ინკოტერმსი;
  • გადაზიდვების ადმინისტრირება (დოკუმენტაცია, პროცედურები).     
საწყობის მენეჯმენტი და შეფუთვის სისტემები
  • საწყობისა და დასაწყობების სახეები;
  • საწყობის ფუნქციები და ოპერაციები;
  • დასაწყობების სტრატეგიები;
  • საწყობის მართვის სისტემა (WMS);
  • საწყობის დაგეგმარების ძირითადი ასპექტები;
  • შეფუთვის სახეობები და ფუნქციები.        
დისტრიბიციის მენეჯმენტი
  • დიტსრიბუციის ძირითადი პრინციპები და ფუნქციები;
  • სასდისტრიბუციო ქსელის დიზაინი;
  • დისტრიბუციის არხების სახეობები;
  • დისტრიბუციის სტრატეგიები (კროსდოკინგი, კონსოლიდაცია/დეკონსოლიდაცია, ტრანსშიპმენტი);
  • მარშრუტიზაციის სტრატეგიები.
ტრენინგს გაუძღვებიან დარგის კვალიფიციური ექსპერტები:
  • გიორგი დობორჯგინიძე
  • გიორგი ერისთავი
  • ზურაბ საპანაძე
  • გიორგი ლაბაძე
ტრენინგის საფასური და გადახდის წესი
  • საფასურის გადახდა უნდა მოხდეს  დაწყებამდე არაუგვიანეს  2  კალენდარული დღით ადრე
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
 
საკონტაქტო ინფორმაცია:
მერი ხვიჩია
ტრენინგცენტრის მენეჯერი
მობ.: 577 33 37 05
ტელ.: (+995 32) 237 77 77
e-mail: mkhvichia@cu.edu.ge
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები