GE
სამართლის სამაგისტრო პროგრამა
რატომ  სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამა – რა მოიაზრება მასში?
 
საგანმანათლებლო პროგრამაში მოიაზრება მაღალი კლასის პროფესიონალთა – მკვლევარ თეორეტიკოსთა და უნიკალური იურიდიული პრაქტიკის მქონე სპეციალისტთა გუნდი, რომელთა მიზანია დამსაქმებელს შესთავაზოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე იურისტთა ახალი თაობა.
 
კავკასიის სამართლის სკოლაში სამართლის სამაგისტრო პროგრამა  ფუნქციონირებს თბილისსა და ბათუმში.
 
კავკასიის სამართლის სკოლის მაგისტრატურაში მოქმედებს ქართულ-ევროპული ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა. აღნიშნულ პროგრამებზე სტუდენტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ 60 კრედიტს აგროვებს კავკასიის სამართლის სკოლაში, ხოლო დარჩენილ 60 კრედიტს – ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ან ზაარლანდის უნივერსიტეტის ევროპის ინსტიტუტში, შედეგად კი იღებს სამართლის მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელ 2 დიპლომს.
 
სამართლის სკოლის სამაგისტრო პრაგრამის სტუდენტები კურიკულუმის  ზოგადსაუნივერსიტეტო და ინგლისურენვანი კომპონენტიდან გაივლიან  ინგლისურენოვან საგნებს, რაც მათ იურიდიული ინგლისურის ცოდნის გაღრმავებაში შეუწყობს ხელს.
 
კავკასიის სამართლის სკოლა გამოირჩევა სამართლის  კლინიკების მრავალფეროვნებით. მაგისტრანტს შესაძლებლობა აქვს პრაქტიკული სწავლება გაიაროს როგორც საჯარო, ასევე კერძო ორგანიზაციებში, 
  
მიღების წესი
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება;
  • უნივერსიტეტში დაგეგმილი საკონკურსო პროცედურების წარმატებით გავლა.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
  1. ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის ასლი + ნიშნების ფურცელი
  2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  3. სამხედრო ბილეთი
  4. 2 ფოტოსურათი
  5. სამოტივაციო წერილი
  6. 2 რეკომენდაცია
გადახდის პირობები
  • სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის ღირებულება შეადგენს 9,900 ლარს, რაც წელიწადში შეადგენს 4950 ლარს.  
ბათუმში კავკასიის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტები ისარგებლებენ  საუნივერსიტეტო გრანტით, რომელიც შეადგენს 3,500 ლარს, რაც დააკლდება  საერთო ღირებულებას. ანუ ბათუმში სამაგისტრო პროგრამაზე  წლიური გადასახადი  იქნება 3200 ლარი. სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად.
 
საკონტაქტო პირები:
 
სოფიო შენგელია, სამაგისტრო და სადოქტორო საგანამანათლებლო პროგრამების დირექტორი
ტელ: (+995) 599 77 71 04
ელ-ფოსტა: sshengelia@cu.edu.ge
 
ნათია შენგელია, სამაგისტრო პროგრამების აკადემური მენეჯერი
ტელ:  (+995) 599 88 55 71
ელ-ფოსტა: nshengelia@cu.edu.ge
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები