GE
საზოგადოებრივი ჯანდაცვა - განახლებული სამაგისტრო პროგრამა
ღირებულება: 9960 ლარი
კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლა გთავაზობთ განახლებულ სამაგისტრო პროგრამას საზოგადოებრივ ჯანდაცვაში
 
კავკასიის  უნივერსიტეტის  ეკონომიკისა და ჯანდაცვის  სკოლის მიერ  შემუშავებული სამაგისტრო პროგრამა ფოკუსირებულია საქართველოს ძირითადი დემოგრაფიული და სოციალური მიმართულებების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ინსტიტუტების ორგანიზების, დაფინანსების, მარკეტინგის და თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის მიწოდებაზე, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოსახელობის ცალკეული ჯგუფების საჭიროების შეფასებაზე,  ჯანდაცვის სექტორში კვლევის დაგეგმვასა და გამოყენებაზე, რათა კურსდამთავრებულებმა სისტემაში ჩართვის შემდეგ გააუმჯობესონ როგორც მოსახლეობის ცალკეული ჯგუფების, ისე მთლიანი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც დაავადებათა პრევენციისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის ეფექტური პროგრამების დაგეგმვისა და განხოციელების გზით, ასევე ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მიმწოდებელი ინსტიტუტების შესაბამისი ორგანიზაციითა და მართვით.
 
რატომ  უნდა  აირჩიოთ  ჩვენი  სამაგისტრო  პროგრამა?
  • კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის სამაგისტრო პროგრამა  ამზადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებს, რომელთაც შეუძლიათ დასაქმდნენ ეპიდემიოლოგის, ჯანდაცვის მკვლევარის, კონსულტანტისა ან სხვა ადმინისტრაციულ თანამდებობაზე სახელმწიფო ან კერძო სექტორში, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში, სამთავრობო, თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში, სადაზღვევო კომპანიებში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონულ, რეგიონულ ან ცენტრალურ სტრუქტურებში, ჯანდაცვის დაწესებულებებში.
  • კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის კურსდამთავრებულს  კარგად   ეცოდინება  ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და ჯანდაცვის სფეროს  კვლევის ძირითადი მეთოდები;
  • კავკასიის  ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პრაქტიკის ხელშეწყობისთვის გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები დარგის წამყვან დაწესებულებებთან საქართველოში.
  • კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის მაგისტრანტი შეძლებს სამაგისტრო პროგრამის დასრულებას ოპტიმალურ ვადებში, მისაღებ ფასად.  ერთი აკადემური კრედიტის ღირებულება შეადგენს 83 ლარს;
სამაგისტრო  პროგრამებზე  სწავლის ღირებულება წელიწადში  4980 ლარს  შეადგენს, რომლის გადახდა სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად წარმოებს.


სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
  • ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი საბუთი (A ტიპის ტესტი);
  • კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის მიერ ორგანიზებული გასაუბრების წარმატებით გავლა.
 
კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის  სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე მიღება დაწყებულია.
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
  1. ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის ასლი + ნიშნების ფურცელი
  2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  3. სამხედრო ბილეთი (ვაჟებისათვის)
  4. 2 ფოტოსურათი 3X4
  5. სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 500 სიტყვისა)
  6. 2 რეკომენდაცია
  7. შევსებული აპლიკაციის ფორმა
 
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 17 სექტემბერი.
გასაუბრება ჩატარდება 16, 17, 18 სექტემბერს.
 
საკონტაქტო პირები:

ვატო სურგულაძე
ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის დეკანი
ტელ.: 2 377777 (შიდა 148)
მობ.:  595 006 348
ელ.ფოსტა: vsurguladze@cu.edu.ge
 
მაია გონაშვილი
პროგრამის ხელმძღვანელი
ტელ.: 2 377777 (შიდა 134)
მობ.: 595 016 348
ელ.ფოსტა: mgonashvili@cu.edu.ge
 
თეა გიორგაძე
ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის აკადემიური მენეჯერი
ტელ.: 2 377777 (შიდა 149)
მობ.:   +995 (595) 0320 95
ელ.ფოსტა: teagiorgadze@cu.edu.ge
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები