GE
სოციალური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამა - მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა
კავკასიის მედიის სკოლა აცხადებს მიღებას სოციალური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე - მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა.
 
კავკასიის მედიის სკოლის მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ წარმატებას მიაღწიოთ როგორც ჟურნალისტმა, როგორც საშუალო ან მაღალი რგოლის მედია მენეჯერმა ბეჭდურ, სამაუწყებლო და ინტერნეტმედიაში; როგორც მედიის მკვლევარმა. პროგრამის ავტორები არიან კავკასიის მედიის სკოლის დეკანი, ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი და „რადიო თავისუფლების“ თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი, პროფესორი, მარინა ვაშაყმაძე.
 
მედიის სკოლის სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია პროფესიონალთა იმ წრისთვის, ვისაც მიღებული აქვს საბაკალავრო განათლება.
პროგრამის ხანგრძლივობა 2 წელი. სწავლების დასაშვები ხანგრძლივობა 5 წლამდე.
 
სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ თანხა გადაიხადონ ფინანსურ დეპარტამენტთან შეთანხმებული გრაფიკის მახედვით.
 
კურსზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის ლექციები ტარდება საღამოს, 19:00–22:00.
 
თუ გსურთ ჩვენთან ისწავლოთ:
  • უნდა ჩააბროთ საერთო სამაგისტრო გამოცდა - A ტიპის ტექსტი და გადალახოთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;
  • უნდა გაიაროთ საუნივერსიტეტო გასაუბრება.
    მოთხოვნები
შეავსეთ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა . ქვემოთ მითითებული საბუთები კი წარმოადგინეთ კავკასიის უნივერსიტეტში: ანა პოლიტკოვსკაიას 10 (ყოფ. ჯიქიას ქ.)
  • სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 250 სიტყვას;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • 4 ცალი ფოტოსურათი (საპასპორტო ზომის);
  • ბაკალავრის დიპლომის ასლი ან ცნობა სასწავლებლიდან, რომ სწავლობს ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე (უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს თან უნდა ახლდეს ცნობა ავთენტურობის შესახებ);
  • სამხედრო მიწერის ასლი (ვაჟებისათვის);
  • სარეკომენდაციო წერილი (ქართულ ან ინგლისურ ენაზე);
  • რეზიუმე (როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე);
  • წარმოადგინეთ საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
საკონტაქტო პირი:
ნინო ჟიჟილაშვილი, კავკასიის მედიის სკოლის დეკანი
ტელ: (+995 32) 237 77 77 (შიდა: 155); ელ.ფოსტა: nzhizhilashvili@cu.edu.ge
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები